01.09.2014
ილია დათუნაშვილი - 77

ჩვენი გუნდის ოქროს თაობის წარმომადგენელი- ილია დათუნაშვილი დღეს 77 წლის გახდა. ტაშკენტის ფინალის გმირი დინამოში 1959-1968 წლებში ასპარეზობდა. 249 ჩატარებულ შეხვედრაში გაიტანა 60 გოლი. არის სსრკ- ს 1964 წლის ჩემპიონი და ორგზის პრიზიორი 1962 და 1967 წლებში. ტაშკენტის ლეგენდარულ ფინალში დათუნაშვილმა გაიტანა 2 გოლი. 33 საუკეთესო ფეხბურთელთა სიაში დაასახელეს ორჯერ- 1964 და 1966 წლებში. 20 გოლით არის 1966 წლის გათამაშების ბომბარდირი. 1966 წლის 22 სექტემბერს ერევნის არარატს 23 წუთში გაუტანა 5 გოლი.

დინამოელები ვულოცავთ ბატონ ილიას იუბილეს. ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018