23.06.2014
დინამოში ესპანელი ფორვარდი ჩაირიცხა

დინამოში 30 წლის ესპანელი ფორვარდი- რაფა ჯორდა ჩაირიცხა. განვლილი სეზონის მეორე ნახევარი ჯორდამ იტალიის სერია B-ს სიენაში გაატარა. ჯორდას საფეხბურთო კარიერის პირველ ეტაპზე ჯერ ვალენსიას ახალგაზრდული გუნდი, შემდეგ კი ნუმანსია იყო. მერე იყო  ბენიდორმი, ალიკანტე, ერკულესი და 2 სეზონი ლევანტეში, საიდანაც ჯორდა ჩინურ გუიჩჯოუ ჟენხეში გადავიდა, სადაც თასის გათამაშების საუკეთესო ბომბარდირი და თასის მფლობელი გახდა. ჯორდას კატალონიის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები.

რაფა ჯორდა - სასიამოვნოა, რომ დინამოს წევრი გავხდი. გუნდის შესახებ ინფორმაციას ჩისკოსგან ვფლობ. მასთან ერთად ლევანტეში ვთამაშობდი. ჩისკომ საუკეთესოდ დამიხასიათა დინამო, კლუბის ინფრასტრუქტურა, აქაური გარემო, ხალხი. ყველანაირად ვარ მომართული ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018