21.05.2014
დინამომ მე- 11 თასი მოიგო

დღეს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს თასის ფინალური მატჩი გაიმართა. დინამო თბილისი საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა და 2:1 აჯობა მეტოქეს.

მატჩი დინამოელებმა აქტიურად დაიწყეს და მე-5 წუთზე გველესიანს შეეძლო ანგარიშის გახსნა, მაგრამ სომხიშვილმა ითამაშა ზუსტად. მატჩის მე-19 წუთზე შეხვედრის არბიტრის საკამათო გადაწყვეტილებით დინამოელები ათნი დარჩნენ. თორნიკე გვანცელაძემ მოედნიდან გიორგი რეხვიაშვილი გააძევა. 23- ე წუთზე კი თბილისელთა კონტრშეტევა საჩხერელთა კარში გატანილი გოლით დასრულდა. ჩისკომ ითამაშა კარგად და გახსნა ანგარიში- 1:0. პირველი ტაიმის მეორე ნახევარი უფრო მშვიდ რითმში გაგრძელდა და გოლი აღარ გასულა.

მეორე ნახევარი ორივე გუნდმა გაცილებით აქტიურად დაიწყო. ხუთიოდე წუთში დათუნაიშვილმა ისარგებლა მცველების შეცდომით და აღადგინა წონასწორობა 1:1. მე- 60 წუთზე დინამოელებმა კარგად გაითამაშეს კომბინაცია, ჩისკოს დროული და ზუსტი პასი მარცვალაძეს და ოთარმაც ტექნიკური დარტყმით წინ გაიყვანა თბილისელები. ორიოდე წუთში გაბედავას საჯარიმოდან დარტყმული დინამოელთა კარის ძელმა მოიგერია. ჩისკოს და მარცვალაძეს ჰქონდათ ასევე სახიფათო მომენტები. საბოლოოდ თითქმის მთელი მატჩი ათი კაცით მოასპარეზე დინამომ შეხვედრა გამარჯვებამდე მიიყვანა. თბილისელებმა მეთერთმეტედ მოიპოვეს საქართველოს თასი და ზედიზედ მეორეჯერ შეასრულეს დუბლი.

 

დინამო  2:1  ჩიხურა

გოლი: 1:0 ჩისკო 23’  1:1 დათუნაიშვილი 50’  2:1 მარცვალაძე 60’ 

გაფრთხილება: ჯიღაური 42’  ხიდეშელი 52’  გაბედავა 58’  დეკანოიძე 66’  დათუნაიშვილი 78’ 

გაძევება: რეხვიაშვილი 20’ 

 

დინამო: ლორია, ხურცილავა, გველესიანი, რეხვიაშვილი, კვირკველია, ძარია, ცინცაძე, პაპუნაშვილი (ხიდეშელი 25), ჩისკო (გორგიაშვილი 90), მერებაშვილი (პაპავა 70), მარცვალაძე

ჩიხურა: სომხიშვილი, ჭელიძე, ჯიღაური (დეკანოიძე 52), ქიმაძე, გაბედავა, დათუნაიშვილი, ბეჭვაია (ლომაშვილი 87), კაშია, ოდიკაძე, ლომია (ჩიკვაიძე 79), ხმალაძე

არბიტრი: თორნიკე გვანცელაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018