07.06.2019
14 წლამდე დინამო ბულგარეთში ტურნირზე მიემგზავრება

11-დან 14 ივნისის ჩათვლით ბულგარეთის ქალაქ რაზგრადში 14 წლამდე ფეხბურთელთა შორის საერთაშორისო ტურნირი VIVACOM CUP გაიმართება. დინამოს აკადემიის 14 წლამდელთა გუნდი ვასულ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით მიწვეულია ტურნირზე და ჩვენი ფეხბურთელები ბულგარეთისკენ გეზს 9 ივნისს აიღებენ. ტურნირზე დინამოსა და მასპინძელი ლუდოგორეცის გარდა ასევე ჩერნომორეცი (უკრაინა), ვოივოდინა (სერბეთი), უნივერსიტატეა (რუმინეთი) და რაბოტნიჩკი (მაკედონია) მიიღებენ მონაწილეობას. გუნდები ორ ჯგუფად გადანაწილდებიან, პირველადგილოსნები კი ფინალში გაარკვევენ VIVACOM CUP მფლობელის ვინაობას.

რაზგრადში დინამოელები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრებიან: ნიკა ბაჩილავა, დათო იობაშვილი, საბა ბუცხრიკიძე, საბა ხარჩილავა, გიორგი სურმავა, ალექსანდრე ჩიხრაძე, გაბრიელ სიგუა, გიორგი ცეცხლაძე, ლუკა პარკაძე, ნიკა ნინიძე, გიორგი ფარცვანია, ნიკა ჩხიკვაძე, ანდრია ხორხელი, ნიკა ბულუხაძე, აკაკი გიუნაშვილი, ლუკა უკლება, ლუკა შეროზია, ბათუ მახარაძე და სოსო ჯიქია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019