29.01.2019
დინამოში ვიქტორ მონხილი ითამაშებს

ჩვენს კლუბში კიდევ ერთი ახალწვეულია. დინამოს 26 წლის ესპანელი ცენტრალური მცველი ვიქტორ მონხილი შეუერთდა. ვიქტორმა საფეხბურთო კარიერა ვალიადოლიდის ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო, 2012 წლიდან ატლეტიკო მადრიდის მეორე გუნდში გამოდიოდა, შემდეგ ალკოიანოს, მერიდას და პონტევედრას ღირსებას იცავდა. ბოლო სეზონი მცველმა ლევანტეს რიგებში გაატარა. ვიქტორ მონხილმა დინამოსთან ხელშეკრულება ერთი წლით გააფორმა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019