04.11.2018
დინამო ატეიტის თასის მფლობელია

დინამო თბილისის 14 წლამდე შემადგენლობამ ვილნიუსში მიმდინარე ტურნირი - ატეიტის თასი გამარჯვებით დაასრულდა. ვასილ გეგუჩაძის გუნდმა ფინალში დუბლინის ჩერი ორჩარდი 2:0 დაამარცხა. თბილისელებმა გადამწყვეტი პაექრობა თავისი უპირატესობით ჩაატარეს და თუ პირველ ტაიმში შექმნილ ერთ საგლე მომენტს არ ჩავთვლით, ირლანდიელებს რეალური საგოლე სიტუაცია არც შეუქმნიათ. გოლები კი საბა გეგიაძემ და ჯადული იობაშვილმა გაიტანეს. ფინალის შემდეგ დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელზეც ორგანიზატორებმა თბილისელი ფეხბურთელებიც გამოარჩიეს. საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული დავით შიოლაშვილმა მოიპოვა, ხოლო ტურნირის საუკეთესო მეკარე ლუკა ჯოჯუა გახდა. დინამოელებმა ფინალამდე ლატვიური დაუგავპილსი 1:0 დაამარცხეს, ესტონურ კალევს 3:1 აჯობეს, ბელარუსის ნემანი 3:0 დაჯაბნეს, ხოლო ლიეტუვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემიასთან ფრედ 0:0 ითამაშეს. ნახევარფინალში ჩვენი გუნდი A ჯგუფის გამარჯვებულ ბელარუსის ბატეს შეხვდა, რომელმაც ჯგუფში ინგლისურ მიდლსბროს აჯობა. ლურჯ-თეთრებმა ბატეს ორი უპასუხო გოლით მოუგეს და ფინალში გავიდნენ.

 

დინამო თბილისი 2:0 ჩერი ორჩარდი დუბლინი

დინამო: ჯოჯუა, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე, ცხოვრებაშვილი, გეგიაძე, ხუტიაშვილი, კობახიძე, შიოლაშვილი, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჯანაშია, გოგებაშვილი, როსივერი, თოდუა, დევიძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018