13.09.2018
19 წლამდელებმა გაგარა დიდი ანგარიშით დაამარცხეს

ოქროს ლიგის 19 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელებმა მეექვსე მატჩი ჩაატარეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი გაგრას დაუპირისპირდა და 6:1 დაჯაბნა მეტოქე. დუბლი ბაბუნაძემ შეასრულა, თითო გოლი კი გაბუნიას, კიტეიშვილის, გულდედავას და ხორხელის ანგარიშზეა. ჩვენი გუნდი სატურნირო ცხრილში 15 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება და 3 ქულით ჩამორჩება ლოკომოტივს. მომდევნო შეხვედრას დინამოელები 17 სექტემბერს გამართავენ და ცხინვალს უმასპინძლებენ.

 

U19 გაგრა 1:6 დინამო

U19 დინამო: მამარდაშვილი, გაბიტაშვილი, უგრეხელიძე, ძოწენიძე, გაბელაია, მექვაბიშვილი, მოისწრაფიშვილი (ბერიაშვილი 55), კიტეიშვილი, აზაროვი, გულდედავა (ხორხელი 59), გაბუნია (ბაბუნაძე 55)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018