06.07.2018
სტეფან სიკაჩი დინამოში ჩაირიცხა

ჩვენი კლუბის ღირსებას 29 წლის მოლდოველი გოლკიპერი - სტეფან სიკაჩი დაიცავს. სიკაჩი სხვადასხვა დროს ტირასპოლის შერიფის, ასტრახანის ვოლგარის, ბელგოროდის სალიუტის, მოსკოვის ტორპედოს და აფიპსის რიგებს იცავდა, გასული სეზონის პირველ ნახევარში კი ფოთის კოლხეთში ასპარეზობდა. თანამშრომლობა მეკარესთან სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018