12.06.2018
19 წლამდე დინამომ მერანი დიდი ანგარიშით დაამარცხა

ოქროს ლიგის გათამაშებაში ჩვენი გუნდის 19 წლამდე შემადგენლობაც ჩაერთო. დინამოელებმა მარტვილის მერანს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 6:0 დაჯაბნეს მეტოქე. დუბლი გაბუნიამ და მოისწრაფიშვილმა შეასრულეს, თითო გოლი კი გულდედავამ და ბაბუნაძემ გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ პირველი ნახევარი 1:0 დასრულდა. ამრიგად ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა ოქროს ლიგის პირველ ტურში პირველი გამარჯვება მოიპოვა. მეორე შეხვედრას დინამოელები 16 ივნისს საბურთალოს წინააღმდეგ გამართავენ.

 

U19 დინამო 6:0 მერანი

U19 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ძოწენიძე, უგრეხელიძე (ბასარია 58), გაბიტაშვილი, მექვაბიშვილი (გოგობერიშვილი 61), ბერიაშვილი, მოისწრაფიშვილი, გულდედავა, ბაბუნაძე (კაკულია 54), გაბუნია

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018