11.02.2018
დინამომ მეორე შეკრება დაიწყო

დღეს დინამო თბილისი ზამთრის მეორე შეკრების გასამართად თურქეთის ქალაქ ბელეკში გაემგზავრა. თბილისელები სასტუმრო Tıtanıc Deluxe- ში დაბინავდნენ. გუნდი დაისვენებს და საღამოს მსუბუქად ივარჯიშებს. დინამოელები 13 თებერვლიდან ტესტ-მატჩებშიც ჩაერთვებიან. დედაქალაქელებს თურქეთში სინჯებზე მყოფი სერგეი პეტკო და ტერენტი ლუცევიჩი შემოუერთდება. გუნდი შეკრებაზე შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრა: დემეტრე ბულისკერია, ოთო გოშაძე, გიორგი მამარდაშვილი, ლაშა თოთაძე, გიორგი კუცია, ნიკა ბასარია, დავით კობოური, ფირუზ გაბიტაშვილი, გუჯა რუხაია, ბაქარ ქარდავა, ნიკა ნინუა, ბექა დარცმელია, ოთარ კიტეიშვილი, ლევან ხარაბაძე, აკაკი შულაია, მიხეილ ერგემლიძე, გიორგი ივანიშვილი, თამაზ ბაბუნაძე, ბუდუ ზივზივაძე და დმიტრო ივანისენია. ლაშა ქოჩლაძე მიკრო ტრავმის გამო თბილისში დარჩა და გუნდს რამდენიმე დღეში შეუერთდება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018