01.12.2017
გიორგი ზარიამ ოპერაცია გაიკეთა

მოგეხსენებათ ჩვენი გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ზარიამ ბათუმის დინამოსთან შეხვედრაში ტრავმა მიიღო და მას ოპერაცია დასჭირდა. გიორგის სამედიცინო ცენტრ მედიქლაბში წინა ჯვარედინი იოგის აღდგენა და დაზიანებული ლატერალური მენისკის გაკერვა ჩაუტარდა. გუნდის ექიმის დავით ხარაბაძის ცნობით ფეხბურთელი ახლო მომავალში სარეაბილიტაციო კურსს დაიწყებს, ხოლო 7-8 თვეში გუნდთან ერთად სრული დატვირთვით შესძლებს ვარჯიშს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017