28.11.2017
17 წლამდელებმა ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს

დღეს ოქროს ლიგის 17 წლამდელთა გათამაშებაში ბოლო ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელთა შორისაც გამორჩეულ ინტერესს დინამოსა და ზესტაფონის დაპირისპირება წარმოადგენდა, რადგან სწორედ ამ გუნდების შეხვედრას უნდა გადაეწყვიტა 2017 წლის ჩემპიონის ვინაობა. დინამოელებს ტიტულის დასაბრუნებლად მხოლოდ მოგება სჭირდებოდათ, სტუმრებს კი ფრეც ხელს აძლევდათ. მთელი მატჩი საკმაოდ მაღალ ტემპში და საინტერესოდ წარიმართა. დებიუტში მერვე წუთზე ჯანგველაძემ გახსნა ანგარიში, რასაც კალანდაძემ 36- ე წუთზე მეორე გოლიც მიაყოლა. ხარაბაძემ შეხვედრის დამთავრებამდე ათიოდე წუთით ადრე მესამე გოლი გაიტანა ზესტაფონის კარში, მატჩის ბოლოს კი სტუმრებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით ერთი ბურთი გაქვთეს. საბოლოო გოჩა ჩიქოვანის გუნდმა 3:1 იმარჯვა და საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ზესტაფონისთვის ოქროს ლიგაში ეს იყო მეორე მარცხი და ორივეჯერ იმერლები დინამომ დაამარცხა.

 

U17 დინამო 3:1 ზესტაფონი

U17 დინამო: მამარდაშვილი, გაბიტაშვილი (წაქაძე 77), კალანდაძე, ხარშილაძე, მელიქიშვილი (ბასარია 41), გულდედავა, მოისწრაფიშვილი, ჯანგველაძე (კიკნაძე 75), იაკობიძე, გოგობერიშვილი (ჩარკვიანი 65), ხარაბაძე

 

<
FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017