14.11.2017
16 წლამდელების ბრინჯაო

დასრულდა ჟიული შარტავას სახელობის თასის გათამაშება, რომელიც აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდებოდა. ჩემპიონატში დინამოს აკადემიის 16 წლამდელთა გუნდი იღებდა მონაწილეობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ გათამაშება არ გახლდათ ასაკობრივი და დინამოელებს ხშირ შემთხვევაში მეტოქეებთან შედარებით საკმაოდ ახალგაზრდა გუნდი ჰყავდათ. ლევან გვანცელაძის გუნდი საბოლოოდ მესამე ადგილზე გავიდა და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა, ბოლო ტურის შეხვედრაში კი დინამომ პირველადგილოსან სოხუმის ცხუმს 7:1 მოუგო.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017