11.11.2017
სპარინგი ლოკომოტივთან

დინამო თბილისმა სეზონის დასრულებამდე ბოლო სანაკრებო პაუზით ისარგებლა და დიღმის ბაზაზე თანაქალაქელ ლოკომოტივთან ისპარინგა. დინამოელებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს და ძირითადად 17 და 19 წლამდე გუნდის ფეხბურთელები დატვირთეს. ამის მიზეზი 19 წლამდე, ახალგაზრდულ და ეროვნულ ნაკრებში მივლენილი ფეხბურთელებია. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და სტუმართა გამარჯვებით 2:1 დასრულდა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში ლუკა კიკაბიძემ გახსნა, მიკოლა კოვტალიუკმა ზუსტი თავურით წონასწორობა აღადგინა, ხოლო გიორგი გოროზიამ, როგორც შემდგომში აღმოჩნდა სპარინგის საფინალო შედეგი დააფიქსირა. მოგეხსენებათ გიორგი ზარია ტრავმირებულია. გამოკვლევებმა მუხლის პრობლემა დაადგინა და სავარაუდოდ ახლო მომავალში ფეხზე ოპერაციას გაიკეთებს.

 

დინამო 1:2 ლოკომოტივი

დინამო: ლიტოვჩენკო, მიშენკო, სალუქვაძე, თოთაძე, ალიუ, გადრანი, უგრეხელიძე, შონია, კაკულია, ლილუაშვილი კოვტალიუკი

მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: რევიშვილი, ბ. ხარშილაძე, გ. ხარშილაძე, მოისწრაფიშვილი, გაბელაია, ბასარია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017