10.11.2017
დინამოელები საქართველოს ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მორიგი მატჩი გამართა, რომელშიც ფინეთის ნაკრებს დაუპირისპირდა. საინტერესო შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიოინზე გაიმართა და საყაიმო ანგარიშით 2:2 დასრულდა. გია გეგუჩაძემ ძირითად შემადგენლობაში სამი დინამოელი - აკაკი შულაია, ბექა მიქელთაძე და ოთარ კიტეიშვილი (ნაკრების კაპიტანი) ათამაშა. აკაკი შულაიამ მეორე გოლზე, რომელიც რომან ჭანტურიამ გაიტანა - შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა აქტივში. მომდევნო შეხვედრას ახალგაზრდა ჯვაროსნები ლიტვის წინააღმდეგ 14 ნოემბერს ჩაატარებენ.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა კი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლა და გიორგი ქვილითაიას გოლით 1:0 აჯობა მეტოქეს. ჩვენი გუნდის მარჯვენა მცველი ლევან გეგეჭკორი განაცხადში გახლდათ, თუმცა თამაში არ მოუწია. მეორე ამხანაგურ მატჩს ჯვაროსნები 13 ნოემბერს ქუთაისში გამართავენ და ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლებენ.

 

ფოტო: Georgian Football Federation

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017