10.11.2017
17 წლამდელებმა მეორეზე აინაცვლეს

დღეს დინამო თბილისის 17 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგაში მე- 14 შეხვედრა გამართა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. გოჩა ჩიქოვანის გუნდი ავაზას დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. ამ გამარჯვებით თბილისელებმა სატურნირო მდგომარეობა გამოიკეთეს. რაც შეეხება თამაშს, შეიძლება ითქვას, რომ მთლიანად დინამოელთა უპირატესობით წარიმართა. მასპინძლებს პირველ ტაიმში ჰქონდათ რამდენიმე სახიფათო შეტევა, თუმცა დინამოელებმა ამის საპასუხოდ არაერთი რეალური საგოლე მომენტი გაატანეს ქარს. ჩვენმა გუნდმა მეორე ნახევარში მთლიანად მოიპოვა უპირატესობა და საბოლოოდ ბოლო 10 წუთში ორჯერ აიღო ავაზელთა კარი. გოლები იაკობიძემ და ჯანგველაძემ გაიტანეს. დინამოელებმა 33 ქულა დააგროვეს და ბურთების ბალანსით 37/17 გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე აინაცვლეს. დინამოელებს პირველ ადგილოსან ზესტაფონთან 8 ქულა აშორებთ, თუმცა თბილისელებს ორით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული და ოქროს ლიგის ბოლო ტურში სწორედ ზესტაფონს უმასპინძლებენ. შემდეგ მატჩს კი ჩიქოვანის შეგირდები 14 ნოემბერს გაგრასთან გამართავენ.

 

 

U17 ავაზა 0:2 დინამო

U17 დინამო: კუტალაძე, ხარშილაძე, კალანდაძე, გაბელაია, მელიქიშვილი, ბასარია, ლომთაძე (ჩარკვიანი 68), გოგობერიშვილი, მოისწრაფიშვილი (ბაჯელიძე 79), ჯანგველაძე (ჩაკვეტაძე 75), იაკობიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017