22.08.2013
12 დე­კემ­ბ­რის მო­ლო­დინ­ში - რას წერდა ლელო 40 წლის წინათ...

მატ­ჩის წინ, რო­ცა ინ­გ­ლი­სელ მწ­ვრ­თნ­ე­ლებ­თან და ფეხ­ბურ­თე­ლებ­თან გვ­ქონ­და სა­უ­ბა­რი, გა­ო­ცე­ბით და, რა თქმა უნ­და, წყე­ნი­თაც ვის­მენ­დით მათს პა­სუ­ხებს თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ზე", "ტო­ტენ­ჰე­მი" წმინ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გუნ­დია, ათას­გ­ვარ სა­ერ­თა­შო­რი­სო ოფი­ცი­ა­ლურ თუ არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ შე­ჯიბ­რე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს, მოვ­ლი­ლი აქვს ცა და ქვე­ყა­ნა და მი­სი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი უეფას თა­სის უკი­დუ­რე­სად სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო მერ­ვედ­ფი­ნა­ლის წინ აცხა­დე­ბენ - მე­ტო­ქეს არ ვიც­ნობ­თო.

თვით უფ­როს­მა მწვრთნელ­მა ბ. ნი­კოლ­სონ­მაც კი სა­ერ­თო ფრა­ზე­ბით, მხო­ლოდ კონ­ტუ­რუ­ლად გა­მო­ხა­ტა თა­ვი­სი ნაც­ნო­ბო­ბა მო­მა­ვალ მე­ტო­ქეს­თან, თუმ­ცა იგი ად­რე ლონ­დონ­შიც ჰყავ­და ნა­ნა­ხი, და ძალ­ზე გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დარ­ჩა თბი­ლის­ში მზე და თბი­ლი ამინ­დი რომ დახ­ვ­და.

რა არის ეს? მე­ტო­ქის შეგ­ნე­ბუ­ლი დე­ზინ­ფორ­მა­ცია მი­სი შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მიზ­ნით, თუ მარ­თ­ლა არ­ცოდ­ნა იმი­სა, რომ თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ერთ-ერ­თი უძ­ლი­ე­რე­სი გუნ­დია საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, რომ მი­სი სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე­ე­ბი ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის წამ­ყ­ვან ბირთვს წარ­მო­ად­გე­ნენ და ცნო­ბი­ლი არი­ან სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეხ­ბურ­თ­ში თუნ­დაც იმით, რომ მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბის სის­ტე­მა­ტუ­რი მო­ნა­წი­ლე­ნი არი­ან.

არც ის იცოდ­ნენ, რომ ამ ზაფხულს თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ" ეს­პა­ნეთ­ში გა­მარ­თულ სწო­რედ იმ დიდ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნირ­ში მო­ი­პო­ვა გა­მარ­ჯ­ვე­ბა, სა­დაც ინ­გ­ლი­სუ­რი ფეხ­ბურ­თის ერთ-ერ­თ­მა აღი­ა­რე­ბულ­მა ლი­დერ­მა "დერ­ბი ქა­უნ­თიმ" გა­ნი­ცა­და მარ­ცხი?

რა­ღაც, არ გვჯე­რა ეს.

სა­მა­გი­ე­როდ, ჩვენ კარ­გად ვიც­ნობთ "ტო­ტენ­ჰემს". ვი­ცით, რომ იგი მრა­ვა­ლი ტი­ტუ­ლის მფლო­ბე­ლია: იყო ინ­გ­ლი­სის ჩემ­პი­ო­ნი, თა­სის მფლო­ბე­ლი, "დუბ­ლიც" გა­უ­კე­თე­ბია, მო­უ­პო­ვე­ბია თა­სე­ბის მფლო­ბელ­თა თა­სი, უეფა-ს თა­სი და ა.შ.

გუნ­დის შე­მად­გენ­ლო­ბა შე­შურ­დე­ბა მსოფ­ლი­ოს რო­მე­ლიც გნე­ბავთ პრო­ფე­სი­ულ კლუბს და თუ იგი ახ­ლა ინ­გ­ლი­სის ჩემ­პი­ო­ნატ­ში მის­თ­ვის შე­უ­ფე­რე­ბელ ად­გილ­ზეა, ამან შეც­დო­მა­ში არ უნ­და შე­იყ­ვა­ნოს არა­ვინ; იქ გუნ­დის ად­გი­ლი გა­თა­მა­შე­ბის რო­მე­ლი­მე ეტაპ­ზე ყო­ველ­თ­ვის არ გა­მო­ხა­ტავს ძალ­თა ნამ­დ­ვილ შე­ფარ­დე­ბას და ხში­რად და­მო­კი­დე­ბუ­ლია კონ­კ­რე­ტუ­ლად შექ­მ­ნილ კო­ნი­უნ­ქ­ტუ­რა­ზე, ცვა­ლე­ბად ვი­თა­რე­ბა­ზე.

ამას გარ­და, ისიც ვი­ცო­დით, რომ ლონ­დო­ნე­ლე­ბი "ში­ნა­ურ" წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა­თა კომ­პენ­სა­ცი­ას აუცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბი­ან ისეთ სე­რი­ო­ზულ ტურ­ნირ­ში, რო­გო­რი­ცაა უეფა-ს თა­სი. ნათ­ქ­ვა­მის სა­ი­ლუს­ტ­რა­ციოა ის ფაქ­ტი, რომ "ტო­ტენ­ჰემ­მა" მერ­ვედ­ფი­ნა­ლამ­დე 4 მატ­ჩ­ში 14 ბურ­თი გა­უ­ტა­ნა შვე­ი­ცა­რი­ი­სა და შოტ­ლან­დი­ის ძლი­ერ გუნ­დებს - "გრას­ჰო­პერსს" და "აბერ­დინს".

სწო­რედ ინ­გ­ლი­სუ­რი ფეხ­ბურ­თის კარ­გი ცოდ­ნით იყო გა­მოწ­ვე­უ­ლი ის უდი­დე­სი ინ­ტე­რე­სი, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ჩი­ნეს ჩვენ­მა გულ­შე­მატ­კივ­რებ­მა გან­ვ­ლი­ლი მატ­ჩის მი­მართ. მარ­თა­ლია, თა­მა­შის შე­დე­გით უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი დავ­რ­ჩით, ვი­ნა­ი­დან "ტო­ტენ­ჰე­მი" აშ­კა­რად გა­და­ურ­ჩა და­მარ­ცხე­ბას, შე­იძ­ლე­ბა, საკ­მა­ოდ სო­ლი­დუ­რი ან­გა­რი­ში­თაც, მაგ­რამ თვით მატ­ჩი, მი­სი სპორ­ტუ­ლი, სა­შემ­ს­რუ­ლებ­ლო დო­ნე, სა­ნა­ხა­ო­ბი­თი მხა­რე და უკი­დუ­რე­სად მა­ღა­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა, ყო­ველ­მ­ხ­რივ შე­ე­ფარ­დე­ბა უეფა-ს მერ­ვედ­ფი­ნა­ლის მა­ღალ რანგს.

ყო­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მარ­თა­ლი იყო ბ. ნი­კოლ­სო­ნი, რო­მელ­მაც თა­მა­შის მე­რე გა­ნაცხა­და - დი­დი­ ხა­ნია ჩემს გუნდს ასე­თი გან­საც­დე­ლი არ გა­და­უ­ტა­ნიაო.

მატ­ჩი და­იწყო ძო­ძუ­აშ­ვი­ლის გარ­ღ­ვე­ვით და სტუმ­რე­ბის კარ­თან შექ­მ­ნი­ლი კრი­ტი­კუ­ლი მო­მენ­ტით. რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში დი­ნა­მო­ე­ლე­ბი არ მოს­ცი­ლე­ბი­ან მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გის სა­ჯა­რი­მო მო­ე­დანს, შე­ტე­ვა გან­სა­კუთ­რე­ბით კარ­გად ვი­თარ­დე­ბო­და ფლან­გე­ბი­დან, სა­დაც ყი­ფი­ა­ნი და ლ. ნო­დია დრიბ­ლინ­გით უგებ­დ­ნენ ბრძო­ლას ევანსს და ნო­ულსს, მაგ­რამ დრიბ­ლინგს დრო სჭირ­დე­ბა, ეს დრო კი ინ­გ­ლი­სე­ლებს სავ­სე­ბით ყოფ­ნი­დათ კა­რის წინ ცენ­ტ­რა­ლუ­რი ზო­ნის გა­და­სა­კე­ტად, სა­დაც 4-5 მო­თა­მა­შე სის­ტე­მა­ტუ­რად ჩა­მო­დი­ო­და ხი­ფა­თის სა­ლიკ­ვი­და­ცი­ოდ.

დაც­ვის ცენ­ტ­რა­ლურ ზო­ნა­ში ასე­თი კონ­ცენ­ტ­რა­ცი­ი­სას ძნე­ლია გზის მო­ძებ­ნა კა­რის­კენ, მაგ­რამ არც მცველ­თათ­ვი­საა ბრძო­ლა იოლი, ვი­ნა­ი­დან მცი­რე შეც­დო­მას ან შე­უ­თან­ხ­მებ­ლო­ბას შე­უძ­ლია გა­მო­იწ­ვი­ოს სიძ­ნე­ლე­ე­ბი მე­კა­რის­თ­ვის, ურ­თი­ერ­თ­დაზღ­ვე­ვის პრინ­ცი­პე­ბის დარ­ღ­ვე­ვა. ლონ­დო­ნე­ლე­ბი კი დაც­ვა­ში თა­მა­შის ნამ­დ­ვი­ლი ოს­ტა­ტე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. არც ერ­თი შეც­დო­მა, არა­ვი­თა­რი ლაფ­სუ­სი. ყვე­ლამ ზედ­მი­წევ­ნით იცო­და თა­ვი­სი საქ­მე, ორი მცვე­ლი ერ­თად არ ამ­ხ­ტა­რა ბურ­თ­ზე, არ შე­უშ­ლია ხე­ლი ერ­თ­მა­ნე­თის­თ­ვის, არ და­ურ­ღ­ვე­ვია სინ­ქ­რო­ნუ­ლო­ბა.

აქ, ჩვე­ნი აზ­რით, დი­ნა­მო­ე­ლებ­მა არას­წო­რი ტაქ­ტი­კუ­რი გზა აირ­ჩი­ეს და ტრა­ფა­რეტ­ზე გა­და­ვიდ­ნენ, რო­მე­ლიც მე­ტო­ქის­თ­ვის აღ­მოჩ­ნ­და ხელ­საყ­რე­ლი. თით­ქ­მის ყო­ვე­ლი ფლან­გუ­რი გარ­ღ­ვე­ვა თუ შუა მინ­დ­ვ­რი­დან წა­მოწყე­ბუ­ლი კომ­ბი­ნა­ცია მთავ­რ­დე­ბო­და კა­რის წინ და­კი­დე­ბუ­ლი მა­ღა­ლი ბურ­თით, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში კი ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი თავს ისე გრძნობ­დ­ნენ, რო­გორც თევ­ზი წყალ­ში, ყო­ველ მო­წო­დე­ბას ისი­ნი და­მა­ჯე­რებ­ლად იგე­რი­ებ­დ­ნენ არა სას­ხ­ვა­თა­შო­რი­სოდ, არა­მედ ზუს­ტად, პარ­ტ­ნი­ო­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

შემ­დეგ იწყე­ბო­და ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, კარ­გად მო­ფიქ­რე­ბუ­ლი კონ­ტ­რ­შე­ტე­ვა, რო­მე­ლიც შო­რე­უ­ლი გა­და­ცე­მე­ბის მე­ო­ხე­ბით სწრა­ფად აღ­წევ­და თბი­ლი­სელ­თა სა­ჯა­რი­მო მო­ე­დანს.

რო­ცა ამ­დაგ­ვა­რი სა­შუ­ა­ლე­ბით არ მო­ხერ­ხ­და მო­პირ­და­პი­რე დაც­ვის დაძ­ლე­ვა, თბი­ლი­სე­ლებ­მა შო­რი მან­ძი­ლი­დან სცა­დეს კა­რის აღე­ბა. ზო­გი­ერ­თი ასე­თი მა­ნევ­რი ნაჩ­ქა­რე­ვი და მო­უმ­ზა­დე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნ­და, მაგ­რამ ყი­ფი­ა­ნის, ხურ­ცი­ლა­ვას, მა­ჩა­ი­ძის, ასა­თი­ა­ნის დარ­ტყ­მე­ბი ისე­თი სა­ხი­ფა­თო იყო, რომ "ტო­ტენ­ჰე­მი" გოლს გა­და­ურ­ჩა მხო­ლოდ მე­კა­რე ჯე­ნინ­გ­სის უმაღ­ლე­სი ოს­ტა­ტო­ბის წყა­ლო­ბით.

მხო­ლოდ - ვამ­ბობთ იმი­ტომ, რომ ჯე­ნინ­გ­ს­მა ამ მატ­ჩ­ში ბრწყინ­ვა­ლე თა­მა­ში აჩ­ვე­ნა, რამ­დე­ნი­მე წარ­მო­უდ­გენ­ლად ძნე­ლი ბურ­თი აიღო და ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი თბი­ლის­ში აღე­ბულ თა­ვი­ანთ 1 ქუ­ლას უპირ­ველეს ყოვ­ლი­სა სწო­რედ მას უნ­და უმად­ლოდ­ნენ, თუმ­ცა ორ­ჯერ ჯე­ნინ­გ­სიც კი უძ­ლუ­რი იყო მო­ე­მოქ­მე­და რა­მე, რო­ცა მის წინ 28-ე წუთ­ზე ყი­ფი­ა­ნი და მე-40 წუთ­ზე ასა­თი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ ერ­თი-ერ­თ­ზე.

სტუმ­რებს ვერ უშ­ვე­ლი­და ვე­რა­ფე­რი, ყი­ფი­ანს და ასა­თი­ანს რომ ზუს­ტად და­ერ­ტყათ კარ­ში, მაგ­რამ ერ­თ­მაც და მე­ო­რე­მაც იჩ­ქა­რეს და ფაქ­ტი­უ­რად 2 ნაღ­დი გო­ლი აჩუ­ქეს ლონ­დო­ნე­ლებს. სა­ჩუ­ქა­რი მარ­თ­ლაც რომ ძვირ­ფა­სი იყო.

ჯე­ნინ­გ­სის გარ­და "ტო­ტენ­ჰემს" ჰყავ­და კი­დევ ერ­თი მო­თა­მა­შე, რო­მე­ლიც მკვეთ­რად გა­მო­ირ­ჩე­ო­და სხვებს შო­რის. ეს იყო კო­უტ­სი. N11 მის მა­ი­სურ­ზე სუ­ლაც არ გა­მო­ხა­ტავ­და ამ პირ­ველ­ხა­რის­ხო­ვა­ნი ფეხ­ბურ­თე­ლის ფუნ­ქ­ცი­ებს. კო­უტს ნა­ხავ­დით ყველ­გან, დაც­ვა­შიც, შე­ტე­ვა­შიც, შუა მინ­დორ­შიც, ფლან­გ­ზეც - სა­დაც გნე­ბავთ და ყველ­გან უნი­ვერ­სა­ლუ­რად აკე­თებ­და თა­ვის საქ­მეს.

გო­ლი, რო­მე­ლიც მან 26-ე წუთ­ზე გა­ი­ტა­ნა, მა­ღა­ლი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოს­ტა­ტო­ბის ნა­ყო­ფი იყო. ჩი­ვერ­სის მი­ერ მო­წო­დე­ბუ­ლი ბურ­თი კო­უტ­ს­მა შო­რი მან­ძი­ლი­დან ზუს­ტი და უძ­ლი­ე­რე­სი დარ­ტყ­მით გაგ­ზავ­ნა ბა­დე­ში და გო­გი­ამ, რო­მელ­მაც მა­ნამ­დე და მე­რეც სა­უ­კე­თე­სოდ ითა­მა­შა, ვერ მო­ას­წ­რო მდგო­მა­რე­ო­ბის ხსნა - 1:0.

ტა­ი­მი წა­ვა­გეთ. შე­იძ­ლე­ბა ეს ასე არც მომ­ხ­და­რი­ყო, დი­ნა­მო­ე­ლებს რომ შე­ტე­ვის და­სას­რულს მე­ტი სი­ზუს­ტე გა­მო­ე­ჩი­ნათ, მაგ­რამ "ტო­ტენ­ჰემს" თა­ვი­სი მა­ინც უნ­და მი­ეზღას. ინ­გ­ლი­სე­ლე­ბი რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად, გეგ­მი­ა­ნად თა­მა­შო­ბენ, მა­თი ათ­ლე­ტიზ­მი არ ცდე­ბა ფეხ­ბურ­თის წე­სებს, არც ერ­თი მო­თა­მა­შე წა­მი­თაც არ გა­მო­ე­თი­შე­ბა სა­ერ­თო გეგ­მას, არ და­უშ­ვებს რა­ი­მე ზედ­მე­ტო­ბას, არ წაძ­ლევს სუ­ლი ტრი­უ­კე­ბის­თ­ვის. გა­და­ცე­მა­თა სი­ზუს­ტე, პარ­ტ­ნი­ო­რის მხა­რის გრძნო­ბა მათ უნაკ­ლო აქვთ.

მაგ­რამ "ტო­ტენ­ჰე­მი" ასე­თი იყო შეს­ვე­ნე­ბამ­დე, მხო­ლოდ პირ­ველ ტა­იმ­ში. სა­ნამ თბი­ლი­სე­ლე­ბი მას აძ­ლევ­დ­ნენ სა­სურ­ველ ტემ­პ­ში, მის სტილ­ში თა­მა­შის სა­შუ­ა­ლე­ბას, სა­ნამ კომ­ბი­ნა­ცი­ურ ბრძო­ლა­ში ემო­ცი­ე­ბი და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ოს­ტა­ტო­ბა ასე თუ ისე ლი­მი­ტის ჩარ­ჩო­ებ­ში იყო მოქ­ცე­უ­ლი. და­იწყო მე­ო­რე ტა­ი­მი და თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ათა­მაშ­და ისე, რო­გორც იგი გვი­ნა­ხავს მის სა­უ­კე­თე­სო მატ­ჩებ­ში, მა­შინ რო­ცა მთე­ლი გუნ­დი მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია, გამ­ს­ჭ­ვა­ლუ­ლია ერ­თი სუ­ლის­კ­ვე­თე­ბით და მთე­ლი მი­სი მე­ქა­ნიზ­მი შე­ტე­ვას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

მცვე­ლებ­მა სა­ი­მე­დოდ ჩა­კე­ტეს ინ­გ­ლი­სელ­თა თავ­დას­ხ­მის ტან­დე­მი - ჩი­ვერ­სი და პი­ტერ­სი, რის შე­დე­გად ხურ­ცი­ლა­ვა სულ უფ­რო ხში­რად გა­დი­ო­და სა­ი­ე­რი­შო პო­ზი­ცი­ა­ში, შუა მინ­დორ­ში კო­უტსს აღარ ჰქონ­და თა­ვი­სუ­ფა­ლი მოქ­მე­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, ვი­ნა­ი­დან იქ სხვა წამ­ყ­ვა­ნი, ცენ­ტ­რა­ლუ­რი ფი­გუ­რა გა­მოჩ­ნ­და - მა­ჩა­ი­ძე.

სწო­რედ მი­სი და ასა­თი­ა­ნის გარ­შე­მო შე­იკ­რა შემ­ტე­ვი ბირ­თ­ვი, რო­მე­ლიც წე­რეთ­ლის მინ­დორ­ზე გა­მოს­ვ­ლის შემ­დეგ კი­დევ უფ­რო აგ­რე­სი­უ­ლი გახ­და. დი­ნა­მო­ე­ლე­ბი უტევ­დ­ნენ მძლავ­რად მთე­ლი ძა­ლე­ბით, შე­უს­ვე­ნებ­ლივ, ჯერ მა­ჩა­ი­ძის წარ­მო­უდ­გენ­ლად ძნე­ლი ბურ­თი აიღო ჯე­ნინ­გ­ს­მა, მე­რე ასა­თი­ა­ნის­გან მი­ღე­ბუ­ლი ბურ­თით გა­ვი­და გ. ნო­დია კა­რის წინ ისე, რომ ინ­გ­ლი­სე­ლე­თა მე­კა­რე თა­ვის ად­გილ­ზე აღარ იყო და გო­ლის გა­ტა­ნას თით­ქოს აღა­რა­ფე­რი აკ­ლ­და. და ბურ­თი მა­ინც ასც­და მი­ზანს.

ამას მოჰ­ყ­ვა ხურ­ცი­ლა­ვას, მა­ჩა­ი­ძის, ასა­თი­ა­ნის დარ­ტყ­მე­ბი, ყი­ფი­ა­ნის გარ­ღ­ვე­ვა... ვინ მოთ­ვ­ლის, 25 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სტუმ­რე­ბის კა­რი რამ­დენ­ჯერ გა­და­ურ­ჩა იმ მო­მენ­ტებს, რომ­ლებ­საც ესო­დენ სა­ჭი­რო და დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯ­ვე­ბა უნ­და მო­ე­ტა­ნა ჩვე­ნი გუნ­დის­თ­ვის. თუ არ­სე­ბობს ფეხ­ბურ­თ­ში სპორ­ტუ­ლი ბე­დი, იგი ჯე­ნინგსს და მის მე­გობ­რებს სწყა­ლობ­და ამ დღეს.

რამ­დენ­ჯერ წა­მოვ­სულ­ვართ სტა­დი­ო­ნი­დან გაწ­ბი­ლე­ბუ­ლი, და გულ­ნატ­კე­ნი იმის გა­მო, რომ დი­ნა­მო­ე­ლებს ვერ გა­მო­უ­ყე­ნე­ბი­ათ თა­ვი­ან­თი აბ­სო­ლუ­ტუ­რი უპი­რა­ტე­სო­ბა და ამ­ჯე­რა­დაც ასე მოხ­და. მხო­ლოდ ერ­თხელ, 71-ე წუთ­ზე შე­ირ­ხა "ტო­ტენ­ჰე­მის" კა­რის ბა­დე, რო­ცა ასა­თი­ან­მა და ყი­ფი­ან­მა კარ­გად გა­ი­თა­მა­შეს კომ­ბი­ნა­ცია და იგი ასა­თი­ან­მა და­ამ­თავ­რა ზუს­ტი დარ­ტყ­მით, და­ნარ­ჩენ შემ­თხ­ვე­ვებ­ში ლონ­დო­ნე­ლე­ბი სულ იმ ბეწ­ვ­ზე ეკიდ­ნენ, რო­მე­ლიც არ იქ­ნა და არ გაწყ­და არაფ­რით.

მატ­ჩი ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო, ში­ნა­არ­სი­ა­ნი და და­ძა­ბუ­ლი იყო. მის მნახ­ველ­თა­გან ეჭ­ვი არ შე­ე­პა­რე­ბა არა­ვის, რომ თბი­ლი­სე­ლებს არა მარ­ტო უნ­და მო­ე­გოთ იგი, არა­მედ გა­ე­მარ­ჯ­ვათ საკ­მაო მა­რა­გით 12 დე­კემ­ბ­რის გან­მე­ო­რე­ბი­თი შეხ­ვედ­რის­თ­ვის ლონ­დონ­ში. თბი­ლი­სის "დი­ნა­მო" ღირ­სი იყო ამი­სა.

წი­ნაა უკი­დუ­რე­სად ძნე­ლი სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო მატ­ჩი. ამო­ცა­ნა, რა თქმა უნ­და, რთულ­ზე რთუ­ლია. "ტო­ტენ­ჰემ ჰოს­ტ­პუ­რი" ყო­ველ ღო­ნეს იხ­მარს, რა­თა იბ­რ­ძო­ლოს მე­ოთხედ­ფი­ნალ­ში გა­სას­ვ­ლე­ლად, მაგ­რამ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ძა­ლა და პო­ტენ­ცი­უ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ნი კარ­გად ვი­ცით, გვჯე­რა, რომ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი გან­ვ­ლი­ლი მატ­ჩის მა­გა­ლით­ზე კი­დევ უფ­რო მო­ბი­ლი­ზე­ბულ­ნი იბ­რ­ძო­ლე­ბენ, არ დათ­მო­ბენ იმას, რაც უეფა-ს თა­სის გა­თა­მა­შე­ბა­ში დღემ­დე აქვთ მო­პო­ვე­ბუ­ლი. ისი­ნი ახ­ლა სა­უ­კე­თე­სო ფორ­მა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან, აქვთ სა­ერ­თა­შო­რი­სო ტურ­ნი­რებ­ში თა­მა­შის გა­მოც­დი­ლე­ბა, ჰყავთ სტა­ბი­ლუ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა.

ჩვენ გვინ­და, რომ აღა­რა­ვინ თქვას თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" არ ვიც­ნობთ, მის შე­სა­ხებ მხო­ლოდ გაკ­ვ­რით გვსმე­ნიაო.

უეფას თასი
თბი­ლი­სი. "ლო­კო­მო­ტი­ვის" სტა­დი­ო­ნი. 28 ნო­ემ­ბე­რი.
დი­ნა­მო (თბი­ლი­სი)-ტო­ტენ­ჰემ ჰოტ­ს­პ. (ლონ­დო­ნი) 1:1 (0:1)
დი­ნა­მო: გო­გია, ძო­ძუ­აშ­ვი­ლი, კან­თე­ლა­ძე, ხურ­ცი­ლა­ვა, ჭე­ლი­ძე, ებ­რა­ლი­ძე (წე­რე­თე­ლი), მ. მა­ჩა­ი­ძე, ასა­თი­ა­ნი, ყი­ფი­ა­ნი, გ. ნო­დია, ლ. ნო­დია.
ტო­ტენ­ჰე­მი: ჯე­ნინ­გ­სი, ევან­სი, ნო­ულ­სი, პრა­ტი, ინ­გ­ლენ­დი, ბი­ლი, ნე­ი­ლო­რი, პე­რი­მე­ნი, ჩი­ვერ­სი, პი­ტერ­სი, კო­უტ­სი.
მსა­ჯი: ფ. ვე­რე­რი (ავ­ს­ტ­რია)

ბ. ქორ­ქია
"ლე­ლო", 1 დე­კემ­ბე­რი, 1973 წე­ლი.

შეფასებები:
ფრანც ვიორე­რი, მატ­ჩის მთა­ვა­რი მსა­ჯი (ავ­ს­ტ­რია):
ეს იყო ძალ­ზე ძლი­ე­რი, ორი სხვა­დას­ხ­ვა სტი­ლის მიმ­დე­ვა­რი გუნ­დის შეხ­ვედ­რა. მი­უ­ხე­და­ვად უშე­ღა­ვა­თო ბრძო­ლი­სა, თა­მა­ში ძა­ლი­ან კო­რექ­ტუ­ლად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.

დი­ნა­მო­ე­ლე­ბი­დან ჩემ­ზე დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ასა­თი­ან­მა - ტექ­ნი­კურ­მა, მო­აზ­როვ­ნე მო­თა­მა­შემ, რო­მე­ლიც სა­უცხო­ოდ ხე­დავს მინ­დორს. იგი ნამ­დ­ვი­ლი დი­რი­ჟო­რია თა­ვი­სი ამ­ხა­ნა­გე­ბი­სა. ჩე­მი აზ­რით, კარ­გად ითა­მა­შეს მა­ჩა­ი­ძემ, ძო­ძუ­აშ­ვილ­მა და ხურ­ცი­ლა­ვა­მაც.

სა­ერ­თოდ, თბი­ლი­სის "დი­ნა­მომ" დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვა. "ტო­ტენ­ჰე­მი­დან" გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ და­უ­ღა­ლა­ვი კო­უტ­სი და მე­კა­რე ჯე­ნინ­გ­სი. მაგ­რამ, მე ვფიქ­რობ, ინ­გ­ლი­სე­ლებ­მა ამ მატ­ჩ­ში, რო­გორც იტყ­ვი­ან, მთლი­ა­ნად მა­ინც არ გახ­ს­ნეს თა­ვი­ან­თი კარ­ტე­ბი.

და­სას­რულ, მე მინ­და მად­ლო­ბა მო­ვახ­სე­ნო მას­პინ­ძ­ლებს დი­დე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რის­თ­ვის, მატ­ჩის ბრწყინ­ვა­ლე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თ­ვის და წარ­მა­ტე­ბა ვუ­სურ­ვო მათ გან­მე­ო­რე­ბით შეხ­ვედ­რა­ში.


ედი ბე­ი­ლი, "ტო­ტენ­ჰე­მის" მწვრთნე­ლი:
ჩვენ­მა ბი­ჭებ­მა მთლი­ა­ნად ვერ გა­მო­ავ­ლი­ნეს თა­ვი­ან­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი, თუმ­ცა თა­მა­შის ან­გა­რი­შით არ შე­იძ­ლე­ბა უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი ვი­ყოთ. მატ­ჩის წინ თქვენს კო­რეს­პონ­დენტს ვუთხა­რი, თბი­ლი­სის "დი­ნა­მო­ზე" არა­ფე­რი ვი­ცი-მეთ­ქი.

ახ­ლა შე­მიძ­ლია გან­ვაცხა­დო, რომ ესაა მა­ღა­ლი კლა­სის გუნ­დი, თუმ­ცა ამ მატ­ჩ­ში თა­ვი­სი ძა­ლა მთლი­ა­ნად ვერ გვიჩ­ვე­ნა.

იგ­რ­ძ­ნო­ბო­და უდი­დე­სი ნერ­ვუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა. დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ასა­თი­ა­ნის თა­მაშ­მა, კარ­გი იყო მა­ჩა­ი­ძე, თუმ­ცა იგი ცო­ტა ერ­თ­ფე­როვ­ნად თა­მა­შობს. მო­მე­წო­ნა ძო­ძუ­აშ­ვი­ლი - ტი­პი­უ­რი ბრი­ტა­ნუ­ლი სტი­ლის მო­თა­მა­შე. მო­მე­წო­ნა ყი­ფი­ა­ნიც, სა­ერ­თოდ, ვი­მე­ო­რებ, "დი­ნა­მო" მა­ღა­ლი კლა­სის გუნ­დია.

რა შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას გან­მე­ო­რე­ბით მატ­ჩ­ზე? შან­სე­ბი თით­ქ­მის თა­ნა­ბა­რია, მაგ­რამ ოდ­ნა­ვი უპი­რა­ტე­სო­ბა მა­ინც "ტო­ტენ­ჰე­მის" მხა­რე­საა.


პი­ტერ ბლეკ­ჰე­დი (ჟურ­ნა­ლის­ტი, "ივ­ნინგ სტან­დარ­დის" თა­ნამ­შ­რო­მე­ლი):
მე მჯე­რო­და, რომ ჩე­მი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ე­ბი გა­ი­მარ­ჯ­ვებ­დ­ნენ, მაგ­რამ თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ბრწყინ­ვა­ლე თა­მაშ­მა ჩე­მი პროგ­ნო­ზე­ბი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. დი­ნა­მო­ე­ლებ­მა დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს, თუმ­ცა გუნ­დი ზოგ­ჯერ ნე­ლი ტემ­პით თა­მა­შობს. მო­თა­მა­შე­თა ტექ­ნი­კუ­რი მომ­ზა­დე­ბის დო­ნე მა­ღა­ლია.

ვი­სი გა­მო­ყო­ფა შე­იძ­ლე­ბა თბი­ლი­სელ­თა­გან? პირ­ველ ყოვ­ლი­სა, ეს იქ­ნე­ბა ასა­თი­ა­ნი. რო­გორც მითხ­რეს, იგი და­შა­ვე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა და ჯერ­ჯე­რო­ბით მთე­ლი ძა­ლით ვერ თა­მა­შობს. თუ მარ­თ­ლა ასეა, მა­შინ ბედ­ნი­ე­რი ხალ­ხი ყო­ფილ­ხართ, რომ გუნ­დ­ში ასე­თი მო­თა­მა­შე გყავთ. მა­ჩა­ი­ძეს­თან ერ­თად იგი მრის­ხა­ნე ძა­ლაა ნე­ბის­მი­ე­რი მე­ტო­ქის­თ­ვის.

თავ­დას­ხ­მი­დან გა­მოვ­ყოფ­დი ყი­ფი­ანს, რო­მელ­საც ამ მატ­ჩ­ში ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბად სწყა­ლობ­და ბე­დი. იგი ტექ­ნი­კუ­რი, სწრა­ფი ფეხ­ბურ­თე­ლია და აკ­ლია მხო­ლოდ ამ რან­გის მატ­ჩებ­ში თა­მა­შის გა­მოც­დი­ლე­ბა. ამას­თან ყი­ფი­ა­ნი თავ­დას­ხ­მის ცენ­ტ­რ­ში გა­ცი­ლე­ბით უფ­რო ძლი­ე­რია.

მო­მე­წო­ნა ძო­ძუ­აშ­ვი­ლი - სწრა­ფი, მკვეთ­რი სტი­ლის ფეხ­ბურ­თე­ლი, მო­მე­წო­ნა გუნ­დის კა­პი­ტა­ნი ხურ­ცი­ლა­ვა.

ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი­დან გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ კო­უტ­სი და მე­კა­რე ჯე­ნინ­გ­სი.

მინ­და რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვა ვთქვა თბი­ლი­სელ მა­ყუ­რე­ბელ­ზე, რო­მელ­მაც უდა­ვოდ იცის კარ­გი ფეხ­ბურ­თის გე­მო, ერ­კ­ვე­თა მის ნი­უ­ან­სებ­ში, მაგ­რამ სა­ოც­რად თა­ვი­სე­ბურ გულ­შე­მატ­კირ­ვო­ბას უწევს სა­კუ­თარ გუნდს. ასე­თი მო­რი­დე­ბუ­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი მსოფ­ლი­ოს არც ერთ სტა­დი­ონ­ზე არ მი­ნა­ხავს.

მატ­ჩის ორ­გა­ნი­ზა­ცია უმაღ­ლეს დო­ნე­ზე იდ­გა. ჩვენ, ჟურ­ნა­ლის­ტებს, არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არა ვგაქვს.


მარ­ტინ პი­ტერ­სი:
ეს იყო ძა­ლი­ან რთუ­ლი, ნერ­ვი­უ­ლი თა­მა­ში და, ჩე­მი აზ­რით, იგი მა­ყუ­რებ­ლებს მო­ე­წო­ნათ. შეხ­ვედ­რის შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი ვარ.

პატ ჯე­ნინ­გ­სი:
ასეთ მატ­ჩებ­ში ხში­რად თა­მაშს არ ვი­სურ­ვებ­დი. ჩვენ, მე­კა­რე­ებს, ამ­გ­ვა­რი ბრძო­ლე­ბი ძვი­რად გვიჯ­დე­ბა. დი­დი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნეს ასა­თი­ან­მა, ჩემ­მა კო­ლე­გამ და­ვით გო­გი­ამ და გუნ­დის კა­პი­ტან­მა ხურ­ცი­ლა­ვამ, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ძლი­ე­რად ურ­ტყამს. იმე­დი მაქვს, რომ ლონ­დონ­ში წარ­მა­ტე­ბას მო­ვი­პო­ვებთ.

მარ­ტინ ჩი­ვერ­სი:
"დი­ნა­მო" მა­ღა­ლი კლა­სის გუნ­დია. შე­დე­გით კმა­ყო­ფილ ვარ, ჩე­მი თა­მა­შით - არა. ლონ­დონ­ში ვეც­დე­ბი რე­პუ­ტა­ცია აღ­ვიდ­გი­ნო.

ივ კო­ლე­რი (ლონ­დო­ნე­ლი იურის­ტი):
ეს იყო სხვა­დას­ხ­ვა სტი­ლის გუნ­დის ბრწყინ­ვა­ლე თა­მა­ში. ძა­ლი­ან კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა და­ტო­ვეს ასა­თი­ან­მა, ძო­ძუ­აშ­ვილ­მა, ყი­ფი­ან­მა, ხურ­ცი­ლა­ვამ. სა­ერ­თოდ, თბი­ლი­სი ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა.

პატ­რიკ ბრუ­ინ­სი (ლონ­დო­ნე­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი):
ასე­თი თა­მა­შის სა­ნა­ხა­ვად მარ­თ­ლაც ღირ­და ლონ­დო­ნი­დან ჩა­მოს­ვ­ლა. შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. ლონ­დონ­ში "ტო­ტენ­ჰე­მი" გა­ი­მარ­ჯ­ვებს. დიდ მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ სტუ­მარ­თ­მოყ­ვა­რე­ო­ბის­თ­ვის.

რო­ჯერ ლო­უ­ე­რი (სტუ­დენ­ტი):
ბრწყინ­ვა­ლე მო­თა­მა­შეა ასა­თი­ა­ნი. შე­დე­გით კმა­ყო­ფი­ლი ვარ. გან­მე­ო­რე­ბითს მატ­ჩ­ში შან­სე­ბი ჩე­მი აზ­რით, თა­ნა­ბა­რია.

(მა­სა­ლა მო­ამ­ზა­და "ლე­ლოს" სპე­ცი­ა­ლურ­მა კო­რეს­პო­დენ­ტ­მა თ. ჯა­ფა­რი­ძემ).
"ლე­ლო", 1 დე­კემ­ბე­რი, 1973 წე­ლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

22.08.2013

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019