29.07.2013
თბილისში სტიაუასი არ ეშინიათ

დინამო თბილისის მთავარმა მწვრთნელმა დუშან უჰრინ-უმცროსმა უეფას ოფიციალურ   ვებ-გვერდთან საუბრისას განაცხადა, რომ გუნდის მიზანი ერთ-ერთი ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშია.

დუშან უჰრინ-უმცროსი,  ცნობილი ჩეხი სპეციალისტის შვილია.  უმცროსი უჰრინიც მამის კვალს გაჰყვა და ერთი წლის წინ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბის მთავარი მწვრთნელი გახდა.

მას შემდეგ რაც ჩეხეთის ვიცე-ჩემპიონი, მლადა-ბოლესლავთან ერთად გახდა და იგივე შედეგს რუმინეთის ტიმიშოარასთან ერთად მიაღწია. მან პირველივე წელს შეძლო წარმატების მიღწევა. საქართველოში მოიგო ჩემპიონატი და თასი.

გილოცავთ წარმატებულ სტარტს დინამოში და პირველ ტიტულებს სამწვრთნელო კარიერაში...

გმადლობთ. მანამდე ყოველთვის მეორე ვიყავი. როცა დინამოში მოვდიოდი, ვგრძნობდი, რომ ჩემპიონობის დრო დადგა. ყველა ქვეყანაში სადაც ვმუშაობდი ჩეხეთში, რუმინეთში და მათ შორის საქართველოშიც, ბევრი რამ იყო ჩემი გუნდების წინააღმდეგ, მაგრამ როგორც იტყვიან ყველაფერი კარგია, რაც კარგად მთავრდება.

როგორც გრძნობთ თავს ჩემპიონის რანგში ?

ჩემპიონატის და თასის მოგების შემდეგ ბედნიერი ვიყავი, მაგრამ ეს უკვე ისტორიაა, საჭიროა წინსვლა. კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას სურს  წარმატებული გუნდი ჰყავდეს და თავის მხრივ ყველაფერს აკეთებს ამისათვის. აუცილებელია ჩვენც მონდომებით ვიმუშაოთ. ჩვენ არა მხოლოდ გამარჯვება გვინდა, არამედ გვინდა მოვიგოთ შემტევი და სანახაობრივი ფეხბურთით. ცნობილია, რომ ტიტულის დაცვა უფრო რთულია. ყველა მეტოქე ჩემპიონის წინააღმდეგ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობს. ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი გვაქვს ახალ გამოწვევებს, რომ გაუმკლავდეთ. ჩვენ არა მხოლოდ გასული სეზონის შედეგის განმეორება გვსურს, არამედ ევროპის ერთ-ერთი თასის ჯგუფურ ეტაპზე თამაშიც გვინდა.

თქვენ ამ ამოცანის შესრულების გზაზე ნაბიჯი უკვე გადადგით მეორე რაუნდში ფარერების სტრეიმურის განადგურებით, რომელსაც ორი მატჩის ჯამში 9:2 მოუგეთ.

ერთი შეხედვით სუსტი მეტოქე შეგვხვდა. მეორე მხრივ საშინაო შეხვედრის პირველი ტაიმი მხოლოდ 2:1 მოვიგეთ. კარგია, რომ მეორე ტაიმში 4 ბურთი გავიტანეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ფარერებზე რთული თამაში გველოდა. ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ სტრეიმურის დამარცხება და მესამე წრეში გასვლა. მარცხის შემთხვევაშიც, ჩვენ შევინარჩუნებთ  ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშის შანსს. ახლა კი ყველანი მხოლოდ სტიაუასთან თამაშებზე ვფიქრობთ.

თქვენ კარგად იცნობთ რუმინულ ფეხბურთს. როგორ დაახასიათებთ მეტოქეს, რომელთანაც ტიმიშოარაში მუშაობის პერიოდში არასოდეს წაგიგიათ ?

სტიაუა ძალიან ძლიერი და კარგად ორგანიზებული გუნდია. მის შემადგენლობაში რუმინეთის ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი ირიცხება. სტიაუას წინააღმდეგ 4 ჩატარებული მატჩიდან ერთი მოვიგეთ და სამი ფრედ დავასრულეთ. ჩემპიონატი, ისევე როგორც ჩვენ სტიაუამაც დამაჯერებლად მოიგო. თუმცა ამ ორი ლიგის ერთმანეთთან შედარება არ შეიძლება, მათ შორის დიდი სხვაობაა, ვინაიდან რუმინეთში პირველობისთვის ერთდროულად 5-6 გუნდი იბრძვის.

გაძლევთ თუ არა უპირატესობას რუმინეთში მუშაობის გამოცდილება ?

მეტოქე როგორც მწვრთნელს კარგად მიცნობს. იციან, რომ ჩემი გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობს. სტიაუაში დარწმუნებულები არიან, რომ შემდეგ ეტაპზე გავლენ, მაგრამ მე ნაადრევი დასკვნებისგან თავს შევიკავებდი. ჩემი აზრით შანსები 50/50. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად კარგად მოვემზადებით. მთავარი სწორი გეგმა გვქონდეს, რამდენიმე მონახაზი უკვე არსებობს.

ვახტანგ ბზიკაძე       UEFA.COM  29.07

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019