21.06.2018
კახა კაჭარავა "დუნაისკა სტრედაზე": ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი მეტოქეა

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კახა კაჭარავამ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის შემდეგ Sportall.ge-სთან ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" ევროპა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე სლოვაკური გუნდი "დუნაისკა სტრედა" ერგო.

- პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით მეტოქეს?
- ვერ ვიტყვი, რომ ძლიერი მეტოქეა. ეს გუნდი სლოვაკეთის ჩემპიონატში კარგად გამოდიოდა და მესამე ადგილზე გავიდა. არის გამოცდილი ლეგიონერებით დაკომპლექტებული. კენჭისყრა ახლა იყო და ყველა სახის ინფორმაციას ამ ეტაპზე ვეცნობით.

- "დუნაისკა სტრედასთან" შეხვედრამდე იგეგმება გაძლიერება?
- რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. მიმდინარეობს ფეხბურთელებზე დაკვირვება,

 

გასინჯვა და ახალი სახეების ძებნა. ეს არ არის ადვილი საქმე, ველოდებით ფეხბურთელებს და გვაქვს მოლაპარაკებები.

- არის ლეგიონერებზე საუბარი?
- დიახ, რა თქმა უნდა. ჩვენ გვაქვს მოლაპარაკებები ფეხბურთელებთან, კლუბების ხელმძღვანელობასთან. ზოგიერთი ფეხბურთელი კლუბს ეკუთვნის და მათთან საჭიროა შეთანხმების მიღწევა.

- "დუნაისკა სტრედას" რაც გამოარჩევს, ეს არის დაცვითი ხაზი. მაგალითად, პანამელმა ერიკ დავისმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბელგიის წინააღმდეგ ითამაშა. ამავდროულად, ამ პოზიციაზე ჰყავთ სერბი და ხორვატი ლეგიონერები. რას დავუპირისპირებთ მათ?
- მეტოქე კარგად დაკომპლექტებული გუნდია, "ფორტუნა ლიგაში" მათი სლოვაკი თავდამსხმელი  ბომბარდირი გახდა. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ თავდასხმის ხაზში გაძლიერებას და ამავდროულად, ვმუშაობთ სხვა პოზიციებზეც. ვნახოთ, რა გამოგვივა.

 

https://bit.ly/2KcULvS

20.06.18  sportall.ge

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018