17.06.2019
17 წლამდელებმა ოქროს ლიგა დაიწყეს

17 წლამდელთა ოქროს ლიგის გათამაშებაში დინამოელებიც ჩაერთვნენ. შეგახსენებთ, რომ დინამოს აკადემიის 16 და 17 წლამდე გუნდებმა წარმატებით განვლეს რეგულარული სეზონი და ორივე შემადგენლობა ასპარეზობას ოქროს ლიგაში აგრძელებს. პირველ ტურში ერთმანეთის პირისპირ სწორედ ვლადიმერ გოჩაშვილის და გოჩა ჩიქოვანის გუნდები წარდგნენ. ერთი წლით უფრო გამოცდილმა დინამოელებმა 5:1 იმარჯვეს. დუბლი მორჩილაძის და ზურებიანის ანგარიშზეა, ერთი გოლიც იაკობიძემ გაიტანა. საპასუხოდ ზუსტი დარტყმით გოგოტიშვილი გამოირჩა. მეორე ტურში დინამო ავაზას შეხვდება, ხოლო დინამო-2 ბათუმის დინამოს შეხვდება.

 

U17 დინამო 5:1 დინამო-2

 

U17 დუნამო: ბერუაშვილი, კვარაცხელია, ლომინაძე, იაკობიძე, მირზიკაშვილი, ოსიყმაშვილი, მორჩილაძე, მიქაუტაძე, ქოჩაკიძე, ბზეკალავა, ჩხეტიანი

სათადარიგო სკამი: ცხადიაშვილი, ჩინჩალაძე, გეგიაძე, შალიკაშვილი, ცეცხლაძე, ზურებიანი

 

U17 დინამო-2: მოდებაძე, გოგოტიშვილი, სალუქვაძე, ქავთარაძე, უბილავა, გაგნიძე, ბაბლუანი, სიჭინავა, იობაშვილი, უგრეხელიძე, ფირცხალაიშვილი

სათადარიგო სკამი: ჯოჯუა, გელხაური, აზარაშვილი, ბოჭორიშვილი, გოგობერიშვილი, შენგელია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019