09.06.2019
აზაროვის გოლი და 4:2 რუმინეთთან

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა რუმინეთთან სტუმრად მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და 4:2 დაამარცხა მეტოქე. შეგახსენებთ პირველ შეხვედრაში ვლახებმა 1:0 იმარჯვეს. პირველი ტაიმის უგოლოდ დასრულების შემდეგ ანგარიში დინამოელმა ირაკლი აზაროვმა გახსნა. დანარჩენი გოლები გიორგი გაგუამ, დავით ლორთქიფანიძემ და გიორგი გულიაშვილმა გაიტანეს.

რამაზ სვანაძემ აზაროვის გარდა დინამოელთაგან ძირითადში ლუკა კუტალაძე, თორნიკე ჯანგიძე, სანდრო კალანდაძე, ლაშა აწყურელი, ანზორ მექვაბიშვილი და გიორგი მოისწრაფიშვილი გაამწესა. შეცვლაზე ლუკა ჭავჭანიძე და ლუკა გაგნიძე შევიდნენ.

ფოტო (c) frf.ro

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019