20.04.2019
ფინალში - დინამო და ემპოლი

პლეი ოფების დღე ციურიხისა და დინამო კიევის მატჩით გაიხსნა. ამ შეხვედრაში გამარჯვებული საბოლოოდ მე- 5 ადგილისთვის იბრძოლებდა. კიეველებმა თავიდანვე შეუტიეს მეტოქეს, ამ ზეწოლამ კი მე- 9 წუთზე შვეიცარიელთა კარში ავტო გოლი გამოიწვია. უიღბლოდ ანდრეი ტრიფუნოვიჩმა ითამაშა. პირველ ტაიმში ორივე გუნდის აქტიურობის მიუხედავად ანგარიში აღარ შეცვლილა. მეორე ნახევარში კიეველებმა კიდევ ორჯერ მოახერხეს გოლის გატანა. არტემ სლესარმა და ვლადისლავ განჟოლამ ითამაშეს ზუსტად. საბოლოოდ უკრაინელებმა 3:0 იმარჯვეს და ხვალ მეხუთე ადგილისთვის ვულვერჰემფთონს შეხვდება. ციურიხი VII-VIII ადგილებს ბრაგასთან გაითამაშებს.

ციურიხი 0:3 დინამო კიევი

გოლი: 0:1 ტრიფუნოვიჩი ა.გ. 6’  0:2 სლესარი 52’  0:3 განჟოლა 58’

ციურიხი: ზაიაცი, კარდოსო, სებეკი, ტრიფუნოვიჩი, ფიშერი (ლტაეფი 65), დენოონი, შესი, განიუ (კოპი 58), შაქირი (ლუბურიჩი 36), ჟოოსი, გონზენბახი

დინამო კიევი: კოჩერა, ალექსანდროვი (ბენედიუკი 36), დავლატოვი, ფერნანდო (განჟოლა 36), ფილატოვი, პოლიშჩუკი (მელნიჩენკო 47), პუხტიევი, სემენეცი (სლესარი 36), ვოლკოვიცკი, იერემენკო, ცარენკო (ჰორბაჩი 47)

 

 

 

მეორე შეხვედრაში ერთმანეთშ ბრაგა და ვულვერჰემფთონი დაუპირისპირდნენ. მატჩი საკამოდ დაძაბულად, გარდამავალი უპირატესობით და ურთიერთშეტევებში წარიმართა. ანგარიში დებიუტშივე პორტუგალიელებმა გახსნეს. მესამე წუთზე ზუსტი დარტყმით მიგელ ფალე გამოირჩა. დილან სკიკლუნამ 27- ე წუთზე წონასწორობა აღადგინა 1:1. ინგლისელებმა უმატეს ზეწოლას და 42- ე წუთზე ითან მაკლეოდმა თავისი გუნდი დააწინაურა. ათიოდე წუთში ტაი ბარნეტმა შეხვედრის საბოლოო ანგარიში 3:1 დააფიქსირა. მატჩის ბოლო წუთზე ნათან ფრეიზერს პენალტიდან გოლის გატანაც შეეძლო, თუმცა მისი დარტყმული ჟოზე აზევედუმ მოიგერია. ხვალ ბრაგა ციურიხს შეხვდება, მატჩი კი 10.00 საათზე დაიწყება. ეს გუნდები VII-VIII ადგილებს გაითამაშებენ. დინამო კიევი და ვულვერჰემფთონი 12.00 საათზე მეხუთე ადგილისთვის იბრძოლებენ.

ვულვერჰემფთონი 3:1 ბრაგა

გოლი: 0:1 ფალე 3’  1:1 სკიკლუნა 27’  2:1 მაკლეოდი 42’  3:1 ბარნეტი 53’ 

ვულვერჰემფთონი: სტორერი, ბარნეტი (ჰორანი 56), პიერპოინტი, ბრაუნი (ო’გრეიდი 68), კანდოლა, ლიმბისკისა, მაკლეოდი (ფრეიზერი 63), ოჯინაკა, რობერთსი (ფარმერი 63), სკიკლუნა, ტიპტონი

ბრაგა: აზევედუ, ბარბოსა (ალვეში 56), მატოში, სოუზა, ბრანკუ (და სილვა 47), ლოპესი (კონსეისაუ 56), ჟ. ფერეირა, გომეში, პერეირა (ალმეიდა 36), ა. ფერეირა, ფალე

 

საღამოს შეხვედრაში ფინალის საგზურის მოსაპოვებლად მოედანზე სფფ- ს აკადემიის გუნდი და ემპოლი გავიდნენ. ტურნირის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული მატჩი ორმხრივ შეტევებში წარიმართა. ანგარიში მე- 11 წუთზე ოთარ მამაგეიშვილმა ზუსტი დარტყმით გახსნა, რასაც იტალიელებმა მეორე ტაიმში ტომაზო კაპელის გოლით უპასუხეს. მომენტები მთელი მატჩის მანძილზე ორივე გუნდს ჰქონდა, თუმცა რიგ მომენტში შემტევებს არ ჰყოფნიდათ სიზუსტე, ან მეკარეები თამაშობდნენ მოწოდების სიმაღლეზე. საბოლოოდ ძირითადი დრო ფრედ 1:1 დასრულდა, მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანი დარტყმები კი უკეთ იტალიელებმა შეასრულეს და 5:3 იმარჯვეს. ამრიგად ემპოლი დარასელიას თასის პირველი ფინალისტი გახდა.

სფფ აკადემია 1:1 (3:5 პენ) ემპოლი

გოლი: 1:0 ო. მამაგეიშვილი 11’  1:1 კაპელი 54’

სფფ: ხარატიშვილი, აბჟანდაძე, ზოსიაშვილი, პირტახია, რურუა (სორდია 68), გ. მამაგეიშვილი, ო. მამაგეიშვილი, ხიმშიაშვილი, ლაბაძე (ჭეიშვილი 54), წულუკიძე, ღურწკაია

ემპოლი: ფანტონი, ბაჯანი (კაპელი 49), ბარსი (მაუტი 71), ბუკინი (ფალსინი 36), ფინი, გუარინი, ინაკიტი, მაკი, მარესა, პანიკუჩი, რენცი (მარიანუჩი 49)

 

 

 

მეორე ფინალისტი დინამოსა და ფეიენოორდს შორის უნდა გარკვეულიყო. ეს შეხვედრა 20.00 საათზე დაიწყო. თბილისელები მოედანზე საკმაოდ მოტივირებულები გავიდნენ, რაც პირველივე წუთებიდან შეეტყოთ. დინამოს შეტევებმა შედეგი უკვე მე- 15 წუთზე გამოიღო, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი საბა გეგიაძემ თავით გადაგზავნა იოჰანეს დეკერის კარში. 15 წუთში გიგი აბუაშვილმა სოლო რეიდით ანგარიში 2:0 გახადა და ტაიმი ესეც დასრულდა. მეორე ნახევარი ჰოლანდიელთა შეტევებით განახლდა და მე- 40 წუთზე ილიას მესუიმ ანგარიში შეამცირა 2:1. ამის შემდეგ შეიძლება ითქვას, რომ მასპინძლებმა სათამაშო უპირატესობა საბოლოოდ მოიპოვეს, რაც კიდევ 3 გატანილ გოლში აისახა. ათიოდე წუთში ლუკა გაგნიძემ მოხდენილ სტილში გაიტანა საჯარიმო დარტყმა. 59- ე წუთზე ჯადული იობაშვილმა შედეგიანად დაასრულა დინამოელთა ლამაზი კომბინაცია. წერტილი კი ლევან კობახიძემ დასვა 5:1. ამრიგად ხვალინდელ ფინალურ შეხვედრაში ტროფეის მოსაპოვებლად ერთმანეთს დინამო თბილისი და ემპოლი დაუპირისპირდებიან. შეხვედრა დინამოს აკადემიის მოედანზე 17.00 საათზე დაიწყება. მესამე ადგილისთვის კი 14.00 საათზე სფფ- ს აკადემია და ფეიენოორდი იბრძოლებენ.

 

დინამო თბილისი 5:1 ფეიენოორდი როტერდამი

გოლი: 1:0 გეგიაძე 15’  2:0 აბუაშვილი 29’  2:1 მესუი 40’  3:1 გაგნიძე 50’  4:1 იობაშვილი 59’  5:1 კობახიძე 69’

დინამო: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვილი (კობახიძე 65), ხვადაგიანი, ჩხეტიანი, გაგნიძე (ბაგრატიონი 65), გეგიაძე, თოდუა (გოგებაშვილი 47), იობაშვილი (ლაცაბიძე 65), შიოლაშვილი (კვერენჩხილაძე 61), აბუაშვილი (ხუტიაშვილი 65)

ფეიენოორდი: დეკერი, ვან ტოლი, ბოგარდი, კანდელარია, მესუი, გონზაგა, ვეენფლიტი (მოჰამედჰოსენი 50), კრისტოფელი, სკიუმი, ჰარტესი, ფელისია (ვან ლუნტერენი 17)

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019