21.01.2019
დინამოელთა გოლებით ისლანდიასთან

საქართველოს 17 წლამდე ნაკრებმა მინსკში მიმდინარე განვითარების თასი წარმატებით დაიწყო. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა ისლანდიის ნაკრები სამი უპასუხო გოლით დაამარცხეს. ანგარიში ლუკა ტორონჯაძემ გახსნა, მეორე და მესამე გოლები კი დინამოელებმა გიორგი აბუაშვილმა და ირაკლი აზაროვმა გაიტანეს. აღსანიშნავია, რომ აბუაშვილმა ორი საგოლე პასიც მიითვალა. მათ გარდა ნაკრების შემადგენლობაში კიდევ ხუთმა დინამოელმა- ერაძემ, ხვადაგიანმა, ოსიყმაშვილმა, მორჩილაძემ და ზურაბიანმა ითამაშეს. შეცვლაზე კი კვარაცხელია და გაგნიძე შევიდნენ. მომდევნო შეხვედრას ჭაბუკი ჯვაროსნები 22 იანვარს ისრაელთან გამართავენ.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019