23.12.2018
აკადემიამ სეზონი მორიგი თასით და ტრიუმფით დაასრულა

დღეს ბენდელას თასის 29- ე გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. ტურნირი დინამოელთათვის ტრიუმფალური გამოდგა და გადამწყვეტ შეხვედრაშიც ერთმანეთს 10 და 11 წლამდე დინამელები დაუპირისპირდნენ. ფინალამდე ზურა ელიავას გუნდმა ჯგუფში ყაზახური აქტაუ 4:0 დაჯაბნა, გორს 3:1 მოუგო და 2:1 აჯობა საბურთალო ბენდელას. მეოთხედფინალში დინამომ 4:0 მოუგო რუსთავს, ნახევარფინალში კი საბურთალოს 3:0 აჯობა. რევაზ გავარაკიძის შეგირდებმა ჯგუფურ ეტაპზე მარტვილის დინამოს თერთმეტი უპასუხო გოლი გაუტანეს, რუსთავს 3:0 მოუგეს და 6:0 საბურთალო იოსებიძე დაჯაბნეს. მეოთხედფინალში დინამომ 4:0 საბურთალო ბენდელა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში 1:0 აჯობა საბურთალოს და ფინალში გოლგაუშვებლად გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში 11 წლამდელებმა 1 წლით უმცროსებს 3:1 მოუგეს (დინამომ ტურნირზე ერთადერთი გოლი უმცროსი დინამოსგან გაუშვა). დინამოელებმა ინდივიდუალური პრიზებიც უხვად მიიღეს.
საუკეთესო მეკარე - ნოდარ ბედიაშვილი (11)

ტექნიკური ფეხბურთელი - საბა კაკულია (11)
საუკეთესო თავდამსხმელი - ანდრია ბართიშვილი (10)
საუკეთესო ნახევარმცველი - ლუკა ციკოლია (10)
საუკეთესო ფეხბურთელი - ვახო სალია (11)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2019