03.11.2018
დინამო თბილისი ატეიტის თასის ფინალშია

ვილნიუსში მიმდინარე ატეიტის თასზე დინამოელები წარმატებით გამოდიან. შეჯიბრის მეორე დღეს ჩვენმა გუნდმა ბელარუსის ნემანი 3:0 დაამარცხა (დუბლი ჯადული იობაშვილმა შეასრულა, ერთი გოლიც საბა გეგიაძის ანგარიშზეა), ხოლო ლიეტუვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემიასთან ფრედ 0:0 ითამაშა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ პირველ დღეს ვასილ გეგუჩაძის შეგირდებმა ლატვიური დაუგავპილსი 1:0 დაამარცხეს, ესტონურ კალევს კი 3:1 აჯობეს. ნახევარფინალში ჩვენი გუნდი A ჯგუფის გამარჯვებულ ბელარუსის ბატეს შეხვდა, რომელმაც ჯგუფის გადამწყვეტ მატჩში ინლისური მიდლსბრო 5:0 დაჯაბნა. ნახევარფინალის პირველი ტაიმი გატანილი გოლების გარეშე მიილია, სათამაშო უპირატესობას კი თბილისელი ფეხბურთელები ფლობდნენ. მეორე ტაიმში დინამომ ზეწოლას უმატა და ორი გოლის გატანაც მოახერხა. პირველ შემთხვევაში ლუკა ჯანაშიამ გამოიჩინა თავი, მეორე გოლი კი ანრი როსივერის ანგარიშზეა. ამრიგად დინამომ ფინალური შეხვედრის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ პაექრობას ჩვენი გუნდი ირლანდიური ჩერი ორჩარის წინააღმდეგ გამართავს. ფინალი თბილისის დროით 14.20 დაიწყება, მის პირდაპირ რეპორტაჟს კი გულშემატკივარი დინამოს საიტსა და ფეისბუქ გვერდზე იხილავს.

 

დინამო 3:0 ნემანი

დინამო: ბერუაშვილი, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, გოგებაშვილი, კვერენჩხილაძე, ცხოვრებაშვილი, კობახიძე, შიოლაშვილი, გეგიაძე, ხუტიაშვილი, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჯანაშია, ბაგრატიონი, დათუაშვილი, აღდგომელაშვილი, როსივერი, თოდუა, დევიძე

 

დინამო 0:0 ლიეტუვის ნაციონალურ საფეხბურთო აკადემია

დინამო: ჯოჯუა, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ცხოვრებაშვილი, კობახიძე, შიოლაშვილი, გეგიაძე, ხუტიაშვილი, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჯანაშია, გოგებაშვილი, კვერენჩხილაძე, როსივერი, თოდუა

 

დინამო 2:0 ბატე

დინამო: ჯოჯუა, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, ჯანაშია, ბაგრატიონი, კვერენჩხილაძე, კობახიძე, ცხოვრებაშვილი, გეგიაძე, ხუტიაშვილი, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: გოგებაშვილი, დათუაშვილი, აღდგომელაშვილი, როსივერი, თოდუა, დევიძე, შიოლაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018