02.11.2018
პირველი დღე მაქსიმალური შედეგით

დინამო თბილისის 14 წლამდე შემადგენლობა დღეს ატეიტის თასის გათამაშებაში ჩაერთო. ვილნიუსში მიმდინარე ტურნირზე დინამო პირველ შეხვედრაში ლატვიურ დაუგავპილს დაუპირისპირდა და საბა გეგიაძის გოლით 1:0 დაამარცხა მეტოქე. მეორე შეხვედრაში ჩვენს გუნდს მეტოქეობა ესტონურმა კალევმა გაუწია. დინამომ ეს მატჩიც გამარჯვებით დაასრულა. 3:1 მოგებულ პაექრობაში ჰეთ თრიქი ჯადული იობაშვილმა შეასრულა. ხვალ ვასილ გეგუჩაძის გუნდი B ჯგუფის დარჩენილ ორ შეხვედრას ბელარუსის ნემანთან და ლიეტუვის საფეხბურთო აკადემიასთან გამართავს.

 

დინამო 1:0 დაუგავპილსი

დინამო: ჯოჯუა, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ცხოვრებაშვილი, კობახიძე, შიოლაშვილი, ლაცაბიძე, გეგიაძე, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჯანაშია, კვერენჩხილაძე, როსივერი, ხუტიაშვილი, თოდუა, დევიძე

 

დინამო 3:1 კალევი

დინამო: ბერუაშვილი, მოლაშვილი, გაფრინდაშვილი, ბაგრატიონი, აღდგომელაშვილი, ცხოვრებაშვილი, გეგიაძე, შიოლაშვილი, ხუტიაშვილი, თოდუა, იობაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ჯოჯუა, ჯანაშია, გოგებაშვილი, დათუაშვილი, კვერენჩხილაძე, ლაცაბიძე, როსივერი, დევიძე, კობახიძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018