19.06.2018
17 წლამდელებმა კოლხეთი დაამარცხეს

17 წლამდე ლიგაში დინამომ მეორე მატჩი ჩაატარა, რომელშიც ფოთის კოლხეთს შეხვდა. თბილისელებმა დიდი სათამაშო უპირატესობა შედეგიანად გამოიყენეს და მასპინძლებს 6:0 აჯობეს, თუმცა მატჩმა ჩვენი გუნდისთვის მაინც დანაკლისით ჩაიარა. ჰეთ თრიქის შესრულების შემდეგ ტრავმა მიიღო დავით ზურებიანმა, რომელმაც ლავიწის ძვალი გაიტეხა. საბოლოოდ მას სამედიცინო ჩარევა დასჭირდა და გაუკეთდა ოპერაცია. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ზურებიანი გუნდთან ერთად სავარაუდოდ ერთ თვეში გაანახლებს ვარჯიშს. მის გარდა ფოთელებს გოლები მორჩილაძემ, ლომთაძემ და ფარულავამ გაუტანეს. მომდევნო მატჩს გოჩა ჩიქოვანის გუნდი 21 ივნისს ჩაატარებს და საბურთალოს უმასპინძლებს.

 

U17 კოლხეთი 0:6 დინამო

U17 დინამო: ლომიძე, თუდები (მელიქიშვილი), ჭავჭანიძე (ერაძე), კალანდაძე, ქველაძე, კოპალეიშვილი (სანებლიძე), ფარულავა (ჩიჩუა), ლოთაძე, მირზიკაშვილი, მორჩილაძე, ზურებიანი (კაჭარავა)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018