12.05.2018
მორიგი წარმატება ჭაბუკთა ლიგაში

მორიგი მატჩები ჩატარდა ჭაბუკთა ლიგის 15 და 17 წლამდელთა ჩემპიონატში. 15 წლამდელებმა სფფ- ს ლაგოდეხის აკადემია მიიღეს და 3:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლები სალუქვაძემ, ჩხეტიანმა და უბილავამ გაიტანეს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდი 8 თამაშის შემდეგ მაქსიმალური შედეგით ლიდერობს სატურნირო ცხრილს. 17 წლამდელებმა ავაზა2 მიიღეს და ექვსი უპასუხო გოლით დაჯაბნეს მეტოქე. ფარულავამ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ქველაძემ, ლომთაძემ, ჯანგველძემ და კოპალეიშვილმა გაიტანეს. გოჩა ჩიქოვანის გუნდიც 8 თამაშიდან 8 მოგებით ლიდერობს ჯგუფში.

 

U15 დინამო 3:0 ლაგოდეხი

U15 დინამო: შურღაია, გოგოტიშვილი (მელაძე 52), სალუქვაძე, ქავთარაძე, უბილავა, გაგნიძე, გოგობერიშვილი, სიჭინავა, სიხარულაშვილი (შაუთიძე 45), ჩხეტიანი, შენგელია

 

U17 დინამო 6:0 ავაზა2

U17 დინამო: კუტალაძე, თუდები (მელიქიშვილი), ჭავჭანიძე, კალანდაძე (ერაძე), მოისწრაფიშვილი (კაჭარავა), წაქაძე, ფარულავა, კოპალეიშვილი, ქველაძე (მორჩილაძე), ჯანგველაძე, ლომთაძე (ზურებიანი)

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018