14.03.2018
დინამოელები 21 და 16 წლამდე ნაკრებში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 19 მარტიდან ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის მოემზადება. 21 წლამდე ჯვაროსნები 23 და 27 მარტს, ფარერების და დანიის ნაკრებებს უმასპინძლებენ. მატჩები გორში გაიმართება. გია ცეცაძემ აღნიშნულ შეხვედრებში მონაწილეობის მისაღებად დინამოდან 4 ფეხბურთელს - დემეტრე ბულისკერიას, დავით კობოურს, აკაკი შულაიას და ოთარ კიტეიშვილს უხმო.

საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები კი 22 და 24 მარტს ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს უკრაინელ თანატოლებთან. მატჩები მიხეილ მესხი 2- ზე გაიმართება. ზვიად ჯელაძემ დინამოს აკადემიიდან 11 ფეხბურთელი მიიწვია. უკრაინასთან სათამაშოდ 17 მარტიდან - ნიკოლოზ შურღაია, ზურაბ ერაძე, ლაშა კვარაცხელია, ლუკა ხორავა, ალექსანდრე ტეფნაძე, მურთაზ სანებლიძე, გიორგი სიჭინავა, თორნიკე მორჩილაძე, გიორგი აბუაშვილი, დავით ზურაბიანი და ლევან ოსიყმაშვილი მოემზადებიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018