12.03.2018
დინამოელები ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში დინამოელებმა მესამე ტურის მატჩები ჩაატარეს. ჩვენმა 14 წლამდელებმა, რომლებიც შეგახსენებთ, რომ 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამო 2- ის სახელით იღებენ მონაწილეობას, გაგრას დაუპირისპირდნენ და 1:3 დათმეს შეხვედრა. გოლი ლაცაბიძემ გაიტანა. 15 წლამდე დინამო რუსთავს ესტუმრა და 5:1 დაჯაბნა მასპინძლები. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდიდან დუბლი ხვადაგიანმა გაიფორმა, თითო გოლი კი იობაშვილმა, შაუთიძემ და სიხარულაშვილმა გაიტანეს. 17 წლამდე დინამო ასევე რუსთაველ თანატოლებს ესტუმრა და გოჩა ჩიქოვანის გუნდმაც დიდი ანგარიშით 3:0 იმარჯვა. ზუსტი თამაშით წაქაძე, ზურებიანი და მორჩილაძე გამოირჩნენ.

 

U15 დინამო: შურღაია, ხვადაგიანი, ქავთარაძე, გოგოტიშვილი (მელაძე 52), უბილავა (უდესიანი 60), შაუტიძე (სალუქვაძე 52), სიჭინავა (გოგობერიშილი 35), გაგნიძე, ჩხეტიანი, სიხარულიშვილი (შენგელია 52), ბაბლუანი (იობაშვილი 28)

U14 დინამო 2: ბერუაშვილი (ჯოჯუა 35), მოლაშვილი (ბაგრატიონი 35), გაფრინდაშვილი, არჩაია (ჯანაშია 35), კერენჩხილაძე, ლაცაბიძე, ხუტიაშვილი, თოდუა (კობახიძე 35), აღდგომელაშვილი (თათულაშვილი 35), გეგიაძე, ნიკოლაიშვილი (ქართველიშვილი 55)

U17 დინამო: ლომიძე, ჭავჭანიძე, ქველაძე, წაქაძე, მელიქიშვილი (თუდები 40), სანებლიძე, ფარულავა (კოპალეიშვილი 71), ჩარკვიანი, მორჩილაძე, აბუაშვილი (ლომთაძე 48), ზურებიანი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018