21.01.2018
ვახტანგ იაგორაშვილი სტაჟირებაზე პახტაქორში

გაზაფხულზე დინამოს ლეგენდარული ფეხბურთელის - ვიტალი დარასელიას სახელობის თასი მესამედ გათამაშდება. საერთაშორისო ტურნირისთვის მალე დინამოს 15 წლამდელთა გუნდიც დაიწყებს მზადებას. დინამოს აკადემიის ინიციატივითა და ტაშკენტის პახტაქორის მიწვევით, ჩვენი კლუბის 15 წლამდელთა გუნდის მწვრთნელი - ვახტანგ იაგორაშვილი თურქეთში იმყოფებოდა, სადაც კლუბის სამწვრთნელო შტაბთან ერთად მთლიანად იყო ჩართული გუნდის მზადების პროცესში.

ვახტანგ იაგორაშვილი: 4- დან 14 იანვრის ჩათვლით პახტაკორთან ერთად თურქულ შეკრებაზე  ვიმყოფებოდი. მინდა აღვნიშნო, რომ შოთა არველაძესთან ერთად მთლიანად ვიყავი ჩართული საწვრთნელ პროცესში, რაც ჩემთვის ცოდნისა და გამოცდილების მხრივ საკმაოდ დიდი ნაბიჯია. ყველაზე სასიამოვნო გახლდათ იმ საფეხბურთო ფილოსოფიის ხილვა, რომელიც ჩვენს აკადემიაშია დამკვიდრებული, რაც დამყარებულია ბურთის კონტროლზე, მაღალ ტემპში პრესინგზე და თამაშის მაღალ რიტმზე. ჩემთვის ასევე ყურადსაღები იყო რამდენიმე სპეციფიკური ვარჯიშის, უფრო მარტივი და გამართული შესრულება. პახტაქორი საფეხბურთო აკადემიის დაფუძნების პროცესშია და ამ მხრივაც მოხდა აზრებისა და გამოცდილების გაზიარება. ერთი სიტყვით საკმაოდ ნაყოფიერი სტაჟირება გამომივიდა და ამისთვის მადლობა დინამოს, პახტაქორს და შოთა არველაძეს.  

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018