12.01.2018
U14 დინამო ზამთრის თასის ფინალშია

დღეს სტარტი აიღო დავით პეტრიაშვილის სახელობის ზამთრის თასის ტრადიციულმა საერთაშორისო გათამაშებამ. ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2 გუნდებთან ერთად გათამაშება 14 წლამდე ფეხბურთელებს შორისაც ტარდება. დინამო თბილისის 14 წლამდელთა შემადგენლობამ ვასილ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით ჯგუფური ეტაპის და ნახევარფინალური მატჩები გამართა. დინამომ ჯგუფში სამხრეთ ოსეთს 3;0 მოუგო, ხოლო მცხეთა მთიანეთის და ქვემო ქართლის გუნდები ერთნაირი ანგარიშით 9:1 დაჯაბნა. თბილისელები ნახევარფინალში სამეგრელოს ნაკრებს შეხვდნენ და 6:2 დაამარცხეს მეტოქე. გადამწყვეტ შეხვედრას დინამოელები 14 იანვარს ოლიმპიურ სასახლეში გამართავენ, მეტოქე კი ხვალ გახდება ცნობილი. ფინალი 16 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

ვასილ გეგუჩაძე ტურნირზე 14 ფეხბურთელით ასპარეზობს. ლურჯ-თეთრი გუნდის ფერებს ბერუაშვილი, ბაჩილავა, მოლაშვილი, ბაგრატიონი, არჩაია, ლაცაბიძე, თოდუა, იობაშვილი, კობახიძე, გაფრინდაშვილი, გეგიაძე, თათულაშვილი, აღდგომელაშვილი და ცხოვრებაშვილი იცავენ. სამხრეთ ოსეთის კარში გოლები ცხოვრებაშვილმა, ლაცაბიძემ და გაფრინდაშვილმა გაიტანეს. მცხეთა მთიანეთთან დუბლი ლაცაბიძემ შეასრულა, დანარჩენი გოლები კი გაფრინდაშვილმა, იობაშვილმა, ცხოვრებაშვილმა, თოდუამ, მოლაშვილმა, გეგიაძემ და თათულაშვილმა გაიტანეს. ქვემო ქართლის კარი ორ-ორჯერ ლაცაბიძემ და თოდუამ აიღეს, გეგიაძის, ბაგრატიონის, ცხოვრებაშვილის, თათულაშვილის და იობაშვილის ანგარიშზე თითო გოლია. ნახევარფინალში თავი იობაშვილმა, გაფრინდაშვილმა, კობახიძემ, არჩაიამ და გეგიაძემ (ორჯერ) გამოიჩინეს.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018