24.12.2017
დინამომ ბენდელას თასი მოიპოვა

დინამო თბილისის 11 წლამდელთა გუნდი ბენდელას თასის 28- ე საერთაშორისო გათამაშების გამარჯვებული გახდა. დღეს რევაზ გვარაკიძის გუნდმა ფინალურ შეხვედრაში ტრადიციული მეტოქე საბურთალო 4:1 დაამარცხა. ლუკა შაშიაშვილმა ჰეთ თრიქი შეასრულა, ერთი გოლიც ლაზარე ნათენაძემ გაუტანა საბურთალოს. გადამწყვეტ შეხვედრამდე დინამოელებმა ჯგუფურ ეტაპზე საბურთალოს აკადემია 9:2 დაჯაბნეს, დაძაბულ მატჩში ყარაბახი 2:1 დაამარცხეს და ბოლნისის სიონთან 4:0 იმარჯვეს. მეოთხედფინალში კი დინამოელებმა საბურთალოს სკოლას 2:0 მოუგეს. ნახევარფინალი ირანის საფეხბურთო აკადემიასთან გაიმართა და რევაზ გვარაკიძის შეგირდების გამარჯვებით 3:1 დასრულდა. დინამოელებმა სამი ინდივიდუალური პრიზიც მოიპოვეს. ტურნირის საუკეთესო მეკარე - მათე საური გახდა. მაყურებელთა სიმპატიის პრიზი ლუკა შაშიაშვილმა მიიღო, ხოლო ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ორგანიზატორებმა - ალექსანდრე ფეიქრიშვილი დაასახელეს. ამრიგად დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიამ 2017 წელი სრული ტრიუმფით და კიდევ ერთი მოპოვებული თასის დაასრულა.

 

U11 საბურთალო 1:4 დინამო

U11 დინამო: საური, ქელდიშვილი, გრიგალავა, ფეიქრიშვილი, ნათენაძე, შაშიაშვილი, პატარკაციშვილი, ვარსიმაშვილი, ჩიკვილაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ბერძენიშვილი, ხორავა, ბაღიშვილი, ბუბუტეიშვილი, თურქი, ბენდიანაშვილი, საჯაია, კერესელიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018