23.12.2017
პატარა დინამოელები ბენდელას თასის ფინალში

დინამო თბილისის 11 წლამდელთა გუნდი ბენდელას თასის 28- ე საერთაშორისო გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. დღეს რევაზ გვარაკიძის გუნდმა ნახევარფინალში ირანის საფეხბურთო აკადემიის გუნდს 3:1 აჯობა და ფინალის საგზური მოიპოვა. ჯგუფურ ეტაპზე დინამოელებმა საბურთალოს აკადემია 9:2 დაჯაბნეს, მეტად საინტერესო და დაძაბულ შეხვედრაში ყარაბახი 2:1 დაამარცხეს და ბოლნისის სიონთან 4:0 იმარჯვეს. მეოთხედფინალში კი დინამოელებმა საბურთალოს სკოლას 2:0 მოუგეს. ბენდელას თასის ფინალი ხვალ, ბენდელას სტადიონზე 12.00 საათზე დაიწყება. დინამოს კი მეტოქეობას საბურთალო გაუწევს.

რევაზ გვარაკიძე ტურნირზე შემდეგი შემადგენლობით ასპარეზობს: ალექსანდრე თურქია, ლუკა ბუბუტეიშვილი, ლაზარე ნათენაძე, ნიკოლოზ ბენდიანიშვილი, ალექსანდრე ფეიქრიშვილი, მათე საური, ლაშა პატარკაციშვილი, მიხეილ საჯაია, ლუკა შაშიაშვილი, ლუკა ჩიკვილაძე, დიმიტრი ბაგიშვილი, ლუკა ხელაშვილი, ნოდარ ვარსიმაშვილი, ირაკლი ბერძენიშვილი, ანდრია კერესელიძე, რატი გრიგალავა, დავით ქელდიშვილი და დავით ხორავა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2018