05.12.2017
დინამოელთა გოლები ლიტვასთან

თბილისში 15 წლამდე ნაკრებთა შორის საერთაშორისო ოთხთა ტურნირი დაიწყო. პირველ შეხვედრაში ჭაბუკი ჯვაროსნები ლიტველებს დაუპირისპირდნენ და 6 უპასუხო ბურთით დაამარცხეს მეტოქე. ექვსი გატანილი გოლიდან 2 დინამოელთა ანგარიშზეა. ლუკა გაგნიძემ ანგარიში 3:0 გახადა, ხოლო ნიკა სიხარულაშვილმა მეხუთე გოლი გაუტანა ბალტიელებს. მათ გარდა ლიტვის წიააღმდეგ გიორგი ჩიტაურმა კიდევ ხუთი დინამოელი- შურღაია, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, აბუაშვილი და ჩხეტიანი ათამაშა. მომდევნო მატჩს საქართველოს ნაკრები 6 დეკემბერს ბელარუსთან გამართავს.
 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017