01.12.2017
19 წლამდელებმა ცხინვალი კიდევ ერთხელ დაამარცხეს

უკვე ჩემპიონის ტიტულის მფლობელმა დინამოს 19 წლამდე შემადგენლობამ ოქროს ლიგის ბოლოსწინა ტურის შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც ცხინვალს უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა მეტოქე. შეგახსენებთ, რომ სწორედ ცხინვალთან წინა შეხვედრაში გამარჯვებით ვლადიმერ კაკაშვილის გუნდმა სამი ტურით ადრე მოიპოვა პირველობის გამარჯვებულის სახელი. მეტოქეს გოლები გულდედავამ, კიტეიშვილმა, ერგემლიძემ და ჯანგველაძემ გაუტანეს. დინამომ ამ მოგებით 36 ქულას მოუყარა თავი. ბოლო ტურის მატჩს ჩვენი გუნდი საბურთალოსთან ბენდელას სტადიონზე 10 დეკემბერს გამართავს. იქვე მოხდება დინამოელთა ოქროს მედლებით დაჯილდოვებაც.

 

U19 დინამო 4:2 ცხინვალი

U19 დინამო: მამარდაშვილი, ბასარია, ვირუბოვი, კალანდაძე, უგრეხელიძე, ძოწენიძე, კაკულია, მოისწრაფიშვილი (გულდედავა 60), იაკობიძე (გოგობერიშილი 69), კიტეიშვილი, ერგემლიძე (ჯანგველაძე 60)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017