14.11.2017
17 წლამდელთა გამარჯვება გაგრასთან

დინამო თბილისის 17 წლამდე გუნდმა ოქროს ლიგაში მე- 15 შეხვედრა ჩაატარა და ჩემპიონობისკენ სავალ გზაზე მორიგი გამარჯვება მოიპოვა. გოჩა ჩიქოვანის გუნდი მუხრანში გაგრას დაუპირისპირდა და 2:0 იმარჯვა. გოლები პირველ ნახევარში მოისწრაფიშვილმა, მეორე ტაიმში კი ჩარკვიანმა გაიტანა. დინამოელებმა ამ გამარჯვებით 36 ქულა დააგროვეს, ბურთების ბალანსით 39/17 გათამაშების ცხრილში ხუთ ქულამდე მიუახლოვდნენ პირველადგილოსან ზესტაფონს, თუმცა თბილისელებს ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული და ოქროს ლიგის ბოლო ტურში სწორედ ზესტაფონს უმასპინძლებენ. შემდეგ მატჩს კი ჩიქოვანის შეგირდები 18 ნოემბერს სფფ- ს აკადემიასთან (ზუგდიდი) გამართავენ.

 

U17 გაგრა 0:2 დინამო

U17 დინამო: მამარდაშვილი, ჭავჭანიძე, კალანდაძე, ბასარია, მელიქიშვილი, ლომთაძე (გაბედავა 70), გოგობერიშვილი (გულხადარაშვილი 78), მოისწრაფიშვილი (ბაჯელიძე 65), ჯანგველაძე (თუდები 75), ჩარკვიანი (კიკნაძე 77), იაკობიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017