12.11.2017
15 წლამდელებმა მარტვილში იმარჯვეს

15 წლამდე დინამოელებმა ოქროს ლიგის გათამაშებაში მეთექვსმეტე ტურის მატჩი მარტვილში, ადგილობრივ მერანთან გამართეს და ორი უპასუხო გოლით აჯობეს მასპინძლებს. ვახტანგ იაგორაშვილის გუნდმა მატჩი თავისი უპირატესობით წარმართა და თითო ტაიმში თითო გოლი (მორჩილაძე, ჯინჯოლავა) გაუტანა მარტვილელებს. გამარჯვების შემდეგ თბილისელებმა 42 ქულა დააგროვეს დაბურთების ბალანსით 62/13 სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. დინამო მეორეადგილოსან საბურთალოს ორი ქულით უსწრებს. პირველობის დასრულებამდე სულ ორი ტურია დარჩენილი. დინამოელები 19 ნოემბერს მუხრანში გაგრას დაუპირისპირდებიან, ხოლო 24 ნოემბერს გორის დილას უმასპინძლებენ.

 

U15 მერანი 0:2 დინამო

 U15 დინამო: ხარშილაძე, ხეცურიანი, ხორავა, სამადაშვილი (მაისურაძე 35), ბექაური (იაკობიძე 50), ოსიყმაშვილი, აბუაშვილი, ზურაბიანი, ჯინჯოლავა, მორჩილაძე, კონიაშვილი (ქოჩაკიძე 55)

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017