05.10.2017
დინამოელები 18 და 20 წლამდე ნაკრებში

საქართველოს 18 და 20 წლამდელთა ნაკრებმა გუნდებმა შეკრება დაიწყეს. შეგახსენებთ, რომ 18 წლამდე ნაკრები ცოტახნის წინ ჩამოყალიბდა და მას გიორგი მიქაძე უხელმძღვანელებს, შესაბამისად მათთვის პირველი შეკრებაა. ჭაბუკები 7 ოქტომბერს ცხინვალთან ამხანაგურ მატჩსაც ჩაატარებენ. 18 წლამდე ნაკრების შეკრებაზე დინამო თბილისიდან 4 ფეხბურთელია მიწვეული. გიორგი მამარდაშვილი, ბექა ხარშილაძე, ფირუზ გაბიტაშვილი და ნიკა გაბელაია პირველად მოირგებენ ამ ასაკობრივი ნაკრების ფორმას. მეორე შეკრებას გადის საქართველოს 20 წლამდე ნაკრები. ახალგაზრდები ამხანაგურ მატჩს 6 ოქტომბერს ვიტ ჯორჯიასთან გამართავენ. ვასილ მაისურაძემ თავის კრებულში დინამოდან ლუკა სილაგაძე მიიწვია.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017