19.03.2017
გამარჯვება და მარცხი ჭაბუკთა ლიგაში

სტარტი აიღო ჭაბუკთა ლიგის 2017 წლის გათამაშებამ, რომელშიც დინამო თბილისის 15 და 17 წლამდელთა გუნდები ასპარეზობენ. დინამოს მეტოქეობა ავაზამ გაუწია და ორივე მატჩი მათ მოედანზე ჩატარდა. სულიკო დავითაშვილის გუნდმა, რომელმაც ორიოდე დღის წინ ახალი სეზონის დაწყება Junior Cup- ის მოგებით აღნიშნა, მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. შედეგიანი ასპარეზობით მორჩილაძე, ჯინჯოლავა, ქოჩაკიძე და ხორავა გამოირჩნენ. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი კი მეტოქესთან 0:3 დამარცხდა. მომდევნო ტურის მატჩებს ჭაბუკი დინამოელები 25 მარტს 35- ე სკოლის წინააღმდეგ გამართავენ.

U15 ავაზა 0:4 დინამო

U15 დინამო: ლურსმანაშვილი, მაისურაძე, შენგელია, ოსეყმაშვილი, ტალახაძე, გოდერძიშვილი, ჯინჯოლავა, მორჩილაძე, ხორავა, აზაროვი, ქოჩაკიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქარშილაძე, შაშიაშვილი, კონიაშვილი, იაკობიძე, ბექაური

U17 ავაზა 3:0 დინამო

U17 დინამო: კუტალაძე, ბასარია, გაბედავა, ჭავჭანიძე, გაბელაია, მაღალდაძე, თუდები, მექვაბიშვილი, ჯანგველაძე, მოისწრაფიშვილი, ჩარკვიანი

შეცვლაზე შევიდნენ; მელიქიშვილი, ბულხადარაშვილი, მემარნე, ფარულავა, იაკობიძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017