16.03.2017
დინამომ Junior Cup- ი მოიპოვა

დინამო თბილისის 15 წლამდელთა შემადგენლობამ საერთაშორისო ტურნირი Junior Cup- ი გამარჯვებით დაასრულა. ფინალური შეხვედრა ბენდელას სტადიონზე გაიმართა, სულიკო დავითაშვილის გუნდს კი წინააღმდეგობა ვლადიკავკაზის იუნოსტმა გაუწია. სანამ გადამწყვეტ შეხვედრაზე ვიტყოდეთ, რომელიც საკმაოდ დაძაბული, დრამატული და საინტერესო სცენარით წარიმართა, მანამდე ჭაბუკ დინამოელთა ფინალამდე განვლილ გზას შეგახსენებთ. ჯგუფურ ეტაპზე თბილისელებმა ბათუმის დინამოს 11 უპასუხო გოლი გაუტანეს, სფფ- ს აკადემიას 3:1 აჯობეს და ვლადიკავკაზის იუნოსტს 3:2 მოუგეს. მეოთხედფინალში დინამომ კრასნოდარის ყუბანი 5:0 დაჯაბნა, ხოლო ნახევარფინალში ჩვენმა გუნდმა სფფ- ს აკადემიას 2:1 მოუგო. გადამწყვეტი შეხვედრა თბილისელთათვის უსიამოვნოდ დაიწყო. დაცვის ხაზმა სადებიუტო ხუთ წუთში ორი უხეში შეცდომა დაუშვა და ორივე ჯერზე გოლი მიიღო საკუთარ კარში, თუმცა დინამოელებმა მალევე მოახერხეს ერთი გოლის გაქვითვა. ზუსტი დარტყმა მორჩილაძემ განახორციელა. მატჩი მაღალ რიტმში და დინამოელთა ტერიტორიული უპირატესობით გაგრძელდა. ცოტახანშ მორჩილაძემ ანგარიშის გათანაბრებაც შეძლო. დინამოელებს მესამედაც შეეძლოთ სტუმართა კარის აღება, მაგრამ აზაროვის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი დარტყმა ვლადიკავკაზელთა კარის ძელმა მოიგერია. მეორე ტაიმში დავითაშვილის შეგირდებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ქოჩიკაძემ და ხორავამ დალაშქრეს იუნოსტის კარი. საპასუხოდ შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს და ფინალი ესეც დასრულდა. დინამომ 4:3 იმარჯვა, გათამაშების ოქროს მედლებსა და საჩემპიონო თასს დაეუფლა. ტურნირის საუკეთესო მეკარედ დინამოელი ნიკა ლურსმანაშვილი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელად ჩვენი გუნდის პლეი მეიქერი ირაკლი აზაროვი აღიარეს. დინამოელები ჭაბუკთა ლიგის პირველი ტურის შეხვედრას 18 მარტს, ავაზას წინააღმდეგ ჩაატარებენ.

 

U15 დინამო თბილისი 4:3 იუნოსტი ვლადიკავკაზი

U15 დინამო: ლურსმანასვილი, მაისურაძე, შენგელია, ერაძე, ხორავა, ოსეყმაშვილი, მორჩილაძე, ჯინჯოლავა, აზაროვი, ბექაური, ქოჩაკიძე

შეცვლაზე შევიდნენ: შურღაია, შაშიაშვილი, ტალახაძე, გოდერძიშვილი, კონიაშვილი, ფირცხალაიშვილი, ბაჩალეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2017